ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16957 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალისთვის (ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის #62-64-66) ავეჯის დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სსლიბერთი ბანკიაცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალისთვის (ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის #62-64-66) ავეჯის დამზადება/მონტაჟზე თანდართული ფასების ცხრილის (დანართი #1), ასევე პროექტის და ვიზუალიზაციის ამსახველი დოკუმენტაციის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის #62-64-66; 

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის თაობაზე და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა); 
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე ბანკის წარმომადგენელთან (განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირთან) ერთად დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო; 
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 21 აპრილი, 17:00 საათი; 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ არქიტექტორს გიორგი ანჯაფარიძეს:
ელ-ფოსტა: Giorgi.Anjaparidze@lb.ge
მობ: 595 78 78 07

დამატებითი პირობა!

  • პროექტის ბანკისთვის ჩაბარების საბოლოო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დოკუმენტაცია

N1 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი N1 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი
N1-0 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი N1-0 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი
N1-1 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი N1-1 მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა დამზადება-მონტაჟი
N2 ოპერატორის მაგიდა N2 ოპერატორის მაგიდა
N3 მოლარე ოპერატორების მაგიდის ჩასახური პანელი N3 მოლარე ოპერატორების მაგიდის ჩასახური პანელი
N4 დეკორატიული პანელი,ხონჩის მდფ-ის კონსტრუქციის დამზადება და უჟანგავი ლ N4 დეკორატიული პანელი,ხონჩის მდფ-ის კონსტრუქციის დამზადება და უჟანგავი ლ
N5 სეიფის კარადა (ლამინატი) N5 სეიფის კარადა (ლამინატი)
N6 ბაინდერების კარადა (ლამინატი) N6 ბაინდერების კარადა (ლამინატი)
N7 სალაროს შიდა მაგიდა N7 სალაროს შიდა მაგიდა
N8 სალაროს ტუმბო N8 სალაროს ტუმბო
N9 ავტო ლომბარდის მაგიდა N9 ავტო ლომბარდის მაგიდა
N10 სამუშაო მაგიდის ტუმბო ხის ფაქტურით N10 სამუშაო მაგიდის ტუმბო ხის ფაქტურით
N14 დეკორატიული გამყოფი ტიხარი N14 დეკორატიული გამყოფი ტიხარი
დანართი #1 (ფასების ცხრილი) ბათუმის ავეჯი დანართი #1 (ფასების ცხრილი) ბათუმის ავეჯი
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი) დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება -ბათუმის ფილიალის ავეჯი სატენდერო განცხადება -ბათუმის ფილიალის ავეჯი
ყველას ჩამოტვირთვა