ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16972 - ფასთა გამოკითხვა მის მფლობელობაში არსებული სამსხვრევის იჯარასა და მასალის დამსხვრევის მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას მის მფლობელობაში არსებული სამსხვრევის იჯარასა და მასალის დამსხვრევის მომსახურებაზე.

სიტუაციის აღწერა: 

  • კასპის რაიონში მდებარეობს ჰაიდელბერცემენტ ჯორჯიას სამსხვრევი, სადაც ხდება კირქვის, ტუფის, ქვიშა ღორღის და სხვა მასალების დამსხვრევა და რომელსაც იჯარით გადასცემს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია კონტრაქტორს.
  • კონტრაქტორი ასრულებს კირქვის, ტუფის და სხვა მასალების დამსხვრევას და თვითმცლელში ჩატვირთვას იჯარით მიღებული კავთისხევის სამსხვრეველას მეშვეობით.
  • კონტრაქტორი პასუხისმგებელია იჯარით აღებული ქონების რეგულარულ მოვლაზე.

ქონების მოვლა, გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება:

  • კონტრაქტორი ვალდებულია იჯარით აღებული ქონების რეგულარულ მოვლაზე. მოიჯარემ უნდა შეინარჩუნოს ქონება კარგ  მდგომარეობაში და დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სანიტარული, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვითი, შრომის უსაფრთხოების და სხვა ნორმები და ტექნოლოგიური რეჟიმი. მოიჯარე ასევე პასუხისმგებელია ქონების შენახვაზე, რაც მოიცავს ზიანის თავიდან აცილებას და იმ დამდგარი ზიანის სწრაფ ლიკვიდაციას, რომელმაც შესაძლოა რაიმე ზეგავლენა იქონიოს ქონების გამოყენებაზე ან ღირებულებაზე.
  • მოიჯარე გაიღებს ყველა იმ ხარჯს, რაც აუცილებელია ქონების სარემონტოდ და სხვა სამუშაოების განსახორციელებლად. მოიჯარე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ქონების  დაცვას და მოვლას.
  • მოიჯარე ვალდებულია აღმოფხვრას ნებისმიერი და ყველა ზიანი, რომელიც მიადგება ქონებას, როგორც უშუალოდ თავისი ასევე მესამე პირთა ქმედების გამო.
  • მეიჯარე უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს და სისტემურად დაათვალიეროს იჯარით გადაცემული ქონება და განახორციელოს წარმოების პროცესის მონიტორინგი. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დაზიანების აღმოფხვრა.
  • მოიჯარე ვალდებულია გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით საქმიანობის დაწყებამდე მოიპოვოს სკრინინგის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ სკრინინგის გადაწყვეტილება დაავალდებულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, საქმიანობის დაწყებამდე მოიპოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
  • გარემოს დაცვის სამინსიოტროსთან შეათანხმოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

ობიექტის ექსპლუატაციის განმავლობაში, მათ შორის სატრანსპორტო და სხვა საშუალებების გამოყენების დროს მოიჯარე ვალდებულია:

  • ფლობდეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებართვებს.
  • გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს; 
  • არ დააბინძუროს გარემო და უზრუნველყოს სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვა; 
  • დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში;
  • დაიცვას შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, შიდა გარემოსდაცვითი პროცედურები და წესები. 

იჯარის ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში დასაქმებულთან, აგრეთვე თანმყოფ სხვა პირთან ჯანმრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოიჯარეს.

დასამსხვრევი მასალის მიწოდებას კავთისხევის კარიერზე სამსხვრეველასთან უზრუნველყოფს შემკვეთი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 23.04.2023.

  • კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია 
  • თუ გითანამშრომლიათ სხვა დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ:
Email: Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge
TEL: 555 43 11 91

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები