
25 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1698 - ტენდერი გზის დაზიანებული საფარის შეკეთების თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "საქინვესტი” აცხადებს ტენდერს გზის დაზიანებული საფარის შეკეთების თაობაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთება - 230 მ2;
- დაზიანებული ბეტონის საფარის შეკეთება - 360 მ2;
- სანიაღვრე ჭების მოწესრიგება - 9 ცალი.
სამუშაოების მოცულობები გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სიტუაციის დეტალურად შესასწავლად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge და v_tsimakuridze@gig.ge . შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 აგვისტოს 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec .ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 26 32 22. საკონტაქტო პირი ლევან კაკოიშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.