ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17006 - ტენდერი რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების შეკეთებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 5 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების შეკეთებაზე 19/04-GIEC-S/-23.

სამუშაოს დასახელება: რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების რეაბილიტაცია/შეკეთება

გამანაწილებელი მოწყობილობის ტიპი:  

  • 6.3 კვ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა - 2 ცალი 
  • 35 კვ ღია გამანაწილებელი მოწყობილობა - 4 ცალი 

თანდართული დოკომენტები: 

  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და სურათები დანართი 1-ის სახით.
  • რაჭა ჰესის ცალხაზოვანი სქემა დანართი 2-ის სახით. 

სამუშაოს შესრულების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნადასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნაავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 5 მაისი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 19/04-GIEC-S/-23 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598760796

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები