ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17010 - ტენდერი №364 - Cisco SMARTnet-ის ლიცენზიების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს №364 - Cisco SMARTnet-ის ლიცენზიების შესყიდვის მიზნით და იწვევს შესყიდვით  დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის პირობები:

  • შესყიდვის საგნის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში №1;
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 მეშვეობით
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს დოლარში  და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
  • შემსყიდველის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში:
  • პრეტენდენტი თავად არის ავტორიზებული სერვისცენტრი ან/და პრეტენდენტს ყავს ქვეკონტრაქტორი ავტორიზებული სერვისცენტრი (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში).
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრების ჩამონათვალი/მისამართების მითითებით, სადაც მოხდება ტექნიკის შეკეთება ან/და სხვა თანმდევი მომსახურების გაწევა.

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ერთჯერადი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების მიღების  შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
  • მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას კრედო ბანკში!

გამარჯვებულის გამოვლენა

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი

კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • MAF – ის წარმოდგენა
  • მოწოდების ვადები 
  • საგარანტიო ვადები/სერვისის ვადები

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით: 

  • შესყიდვის საგნის დასახელება;
  • კომპანიის დასახელება;
  • რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა;
  • საკონტაქტო ნომერი.
    დამატებითი დანართები - გთხოვთ, ატვირთოთ ხელმოწერილი/დასკანერებული სახით:
  • ! დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა (ფასების ცხრილი); ( ასევე მოგვაწოდეთ Excel ფორმით )
  • ! დანართი № 2- ტექნიკური შემოთავაზება (ატვირთეთ ცალკე ფაილად, სხვა დოკუმენტებისგან დამოუკიდებლად)
  • ! დანართი № 3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან;
  • ! დანართი № 4 - აფიდავიტი/წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ;
  • ! დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე ( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში არ გაქვთ გახსნილი სს „კრედო ბანკში“)

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 03 მაისი, 18:00 საათი.
  • ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო პირი: ხათუნა ჩხეტია
ელ. ფოსტა: khchkhetia@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია

ზოგადი ინფორმაცია-სატენდერო განაცხადი ზოგადი ინფორმაცია-სატენდერო განაცხადი
მხოლოდ ხელმოსაწერი მხოლოდ ხელმოსაწერი
შესავსები- დანართი№2ტექნიკური შემოთავაზება შესავსები- დანართი№2ტექნიკური შემოთავაზება
შესავსები-დანართი №1 -შემოთავაზების ფორმა შესავსები-დანართი №1 -შემოთავაზების ფორმა
ხელმოსაწერი-დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან ხელმოსაწერი-დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
ხელმოსაწერი-დანართი №4 - აფიდავიტი ხელმოსაწერი-დანართი №4 - აფიდავიტი
ხელმოსაწერი-დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელმოსაწერი-დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 აპრილი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა