ჩაბარების ვადა:

2 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17014 - ტენდერი ოფისის ჰიგიენური მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 84 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ოფისის ჰიგიენური მასალების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად:

დისპენსერების მონტაჟი კრედოს ოფისებში:

  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას იღებს მოგვაწოდოს (დროებით სარგებლობაში გადმოგვცეს) და დაგვიმონტაჟოს კრედოს ოფისებში საპირფარეშოს ხელსახოცის, ტუალეტის ქაღალდის, თხევადი საპნისა და სამზარეულოს მაგიდის ხელსახოცის დისპენსერები (მათ შორის სათავო ოფისში). 
  • დისპენსერები უნდა იყოს ახალი (არ განიხილება მეორადი გამოყენებული დისპენსერები)
  • დისპენსერის დაზიანების/წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოახდინოს შეკეთება ან/და ახლით ჩანაცვლება;
  • ახალი სერვისცენტრის ან/და ტრენინგ-ცენტრის დამატების შემთხვევაში მოახდინოს მათი დისპენსერებით აღჭურვა მოთხოვნილ ვადებში.
  • დისპენსერების საორიენტაციო რაოდენობა: 150-170 ცალი 
  • (საპირფარეშოს ხელსაცოხის დისპენსერი, ტუალეტის ქაღალდის დისპენსერი, თხევადი საპნის დისპენსერი, მაგიდაზე დასადები სასალფეთქე დისპენსერი სამზარეულოსთვის)

ჰიგიენური პროდუქციის ყოველთვიური შესყიდვა (იხ. დანართი №2 შემოთავაზების ფორმა)

  • კრედო მომწოდებელ კომპანიას თვეში ერთხელ ელ_ფოსტის საშუალებით მიაწვდის მოთხოვნათა ცხრილს (ოფისების მიხედვით) ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით მთელი რეგიონის მასშტაბით 

შეკვეთილი მასალების დადგენილ ვადებში მიწოდება კრედოს ყველა ოფისში 

  • მომწოდებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური პროდუქციის მიწოდება კრედოს ყველა ოფისში თვეში ერთხელ, მოთხოვნილი რაოდენობების/სახეობების ზუსტი დაცვით;
  • თბილისის მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში;
  • რეგიონების მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 12 სამუშაო დღეში
  • ადგილზე მიწოდების დასტური ხდება სერვისცენტრის წარმომადგენლის მიერ ელ.ზედნადებზე ხელმოწერის გზით;
  • ანგარიშსწორება;
  • პროცესი მეორდება ყოველთვიურად;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 შემოთავაზების ფორმის მიხედვით (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ);
    - აუცილებელია მოგვაწოდოთ დანართი №2 შემოთავაზების ფორმა ასევე excel-ის ფაილითაც;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში,  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ); 

მოწოდებულ ერთეულის ფასში უნდა შედიოდეს ყველა ხარჯი, როგორიცაა:

  • პროდუქციის  ღირებულება;
  • ტრანსპორტირების ხარჯი;
  • მომსახურება

მიწოდების ვადებში უნდა მიეთითოს სამუშაო დღეების რაოდენობა; 

  • კრედოს სერვისცენტრების სამუშაო გრაფიკი არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09:30/18:00 სთ, შაბათი დღე 10:00/12:30 საათი; 
  • სათავო ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00/18:00 სთ

მომწოდებელი იღებს ვალდებულებას მისაწოდებელი საქონლის შეფუთვებს ქარხნულად მითითებული ქონდეს:

  • ბრენდის დასახელება
  • მწარმოებელი ქვეყანა
  • პარამეტრები (ზომა, წონა, სახეობა)
  • პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს სერთიფიცირებული (ISO 9001; ISO 14000); 

ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:
  • ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა კონტაქტის ვადის განმავლობაში, თუ არ ეთანხმებით ამ პირობას გთხოვთ მიუთითოთ რა იქნება შემცვლელი ფაქტორი და რა დინამიკით შეიცვლება ფასი.
  • ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ კრედო ბანკის ანგარიშზე, ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.

ანგარიშსწორება განხორციელდება ცენტრალიზებულად თვეში ერთხელ ყველა ობიექტისთვის ჯამურად დადგენილი მომსახურების საფასურის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ერთიანი საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში. 

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომისია განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება,  პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი  და ა.შ.)
  • საწმენდ საშუალებებზე  დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • დისპენსერების აღწერა და ფოტო სურათები (კატალოგი)

უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები:

  • დანართი №2 - შემოთავაზების ფორმა (ასევე მოგვაწოდეთ ექსელის ფაილით)
  • დანართი №3 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
  • დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე  (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში კრედო ბანკში)
  • დანართი №5-  შესაბამისობა გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებთან

გაითვალისწინეთ რომ, მომწოდებელმა შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები უნდა წამოადგინოს სათავო ოფისში, მისამართზე: თაბუკაშვილის #27.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება. 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 2 მაისი 18:00 საათი.  

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 2 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო პირი: ჟანა ცერცვაძე
ტელ.: 595 04 71 58
ელ. ფოსტა: zhtsertsvadze@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დოკუმენტაცია

დანართი №2 შემოთავაზების ფორმა დანართი №2 შემოთავაზების ფორმა
დანართი №3 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე დანართი №3 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
დანართი №5 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დანართი №5 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
ტენდერი №365 - ჰიგიენური მასალების შესყიდვა ტენდერი №365 - ჰიგიენური მასალების შესყიდვა
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 აპრილი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა