ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T17016 - ტენდერი ფოთის ფილიალის სასადილოს კვების ოპერატორის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 28 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. 

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფოთის ფილიალის სასადილოს კვების ოპერატორის შერჩევასთან დაკავშირებით. 

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

გასაწევი მომსახურების აღწერა:

  • შპს „თეგეტა მოტორსის“ სასადილოს მომსახურება მზა კერძებით, კვების პროდუქტებით, საჭირო დანამატებითა (მარილი, პილპილი, შაქარი) და აქსესუარებით (ხელსაწმენდი, კბილის ჩხირი).
  • საკვები უნდა დამზადდეს ახალი პროდუქციით ადგილზე.
  • თანამშრომლების საორიენტაციო რაოდენობა - 40 ადამიანი;
  • არსებული სასადილო დარბაზის ფართობი: 50 კვ. მეტრი. ტერიტორიაზე განლაგებულია სამზარეულოს დანადგარები, 10 მაგიდა და 30 სკამი;
  • დამკვეთი შემსრულებელს დროებით სარგებლობაში გადასცემს არსებულ სამზარეულოს ინვენტარს, დანადგარებსა და ჭურჭელს (ჩამონათვალი იხ. დანართ N1-ში);
  • ოპერირების დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით: 10:00 – 17:00 საათამდე:
  • ამ პერიოდის მანძილზე სასადილოში უნდა იყოს მომსახურე პერსონალი.
  • მომსახურების გაწევის პერიოდში შემსრულებლის მიერ მოხდება ფიქსირებული კომუნალური გადასახადების გადახდა - ფასი 100 ლარი თვეში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
  • მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება უპირატესობად.
  • (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო, ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. N2.

ანგარიშსწორების პირობა:
გადახდა მოხდება თანამშრომლების / კლიენტების მიერ შესყიდული საკვების ღირებულების შესაბამისად შემდეგი მეთოდით:

  • ნაღდი ანგარიშწორება,
  • პლასტიკური ბარათი.

თეგეტა მომხმარებლებზე გასცემს საკვების ვაუჩერებს. ვაუჩერს აქვს 1 თვიანი ვადა. აღნიშნული ვაუჩერის ანგარიშწორება მოხდება 1 თვიანი კონსიგნაციის ვადით შპს თეგეტა რითეილის მიერ.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. 

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით  (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
  • სადილის პერიოდში მომსახურე პერსონალის რაოდენობა, მოვალეობები (ჭურჭლის მრეცხავი, საჭმლის გამცემი, ა.შ);
  • პრეტენდენტი იურიდიული / ფიზიკური პირის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი (სასურველია). (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (სასურველია);
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • კვების სერტიფიკატის - ISO 22 000-ის ასლი (ჩაითვლება უპირატესობად).

დამატებითი ინფორმაცია
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტთან სპეც.ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა/ მათი მუშაობის პროცესის გაცნობა , შესაძლოა დაგემოვნებაც.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 27 აპრილი 15:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 აპრილი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ServiceOrders@tegetamotors.ge

საკონტაქტო პირი: ნინი ადამია
მობ: 577 35 00 51

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 აპრილი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა