ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2023, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T17072 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 მაისი 2023 დრო 13:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლებული დოკუმენტაციის გადმოსაწერად გთხოვთ ისარგებლოთ ტენდერში მითითებული ბმულით.

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://wetransfer.com/downloads/4f0da50e7fa2a41e98c77c903ee2d77720230504072015/840ab4 

გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 25 აპრილი
ქვეყანა: საქართველო
შესრულების ადგილი: ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. #3
კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 
დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში 

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 03.06.21.161) სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად; 

სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის დარჩენილი კედლებით, რომელთაგან ნახევარზე მეტი სავალალო მდგომარეობაშია და რეკომენდირებულია მათი მოხსნა, შემდგომში ახალი მშენებლობის დასაწყებად. 

შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს: 

  • არსებული კონსტრუქციების დემონტაჟს;
  • ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებს;
  • საძირკველის მოწყობის სამუშაოებს დასრულებული სახით - ჰიდროიზოლაციის მოწყობა;
  • სადრენაჟე სისტემის მოწყობას;
  • წყალმომარაგების და გათბობის გარე კომუნიკაციის სამუშაოებს;
  • მონოლიტური ფილების და კოლონების მოწყობის სამუშაოებს დასრულებული სახით;
  • გარე პერიმეტრის კედლების 30 სმ სისქის პემზაბლოკით („ევრობლოკი“) შევსებას და, ყოველი სართულის დერეფნის კედლების 25 სმ სისქის პემზაბლოკით („ევრობლოკი“) შევსებას და ოთახებშორის კედლების 15 სმ სისქის პემზაბლოკით („ევრობლოკი“) შევსებას;
  • კედლების შიდა მხარის ლესვა ცემენტით;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად საევაკუაციო ლითონის კიბის მოწყობა;
  • სახურავის მოწყობის კომპლექსური სამუშაოები (ანტისეპტირებული ხის კონსტრუქციის მოწყობა, ხის კონსტრუქციების ცეცხლდაცვა, თბოიზოლაცია, ორთქლიზოლაცია, ფერადი პროფილირებული თუნუქის სახურავის მოწყობა (პროფნასტილი), წყალშემკრები ღარების და წყალსაწრეტი ძაბრების და მილების მოწყობა, თოვლის შემაკავებელების მოწყობა და ა.შ.) დასრულებული სახით.

სატენდერო პირობები:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.).
  • წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში.
  • „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხებისპროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოსპუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
  • სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლონორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;

სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის09 ოქტომბრის ჩათვლით;

სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასიშეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვაფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;

წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურსაკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება უკანასკნელწლებში (2020-2023);
  • მინიმუმ 1 500000 - 2 500 000 ლარის ღირებულების შესრულებული სამშენებლო-სარემონტოსამუშაოები უკანასკნელ წლებში (2020-2023);

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • კომპანიის იურიდიული დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები) მოთხოვნილი საკვალიფიკაციომოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;

ენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისშესასრულებლად დაადგენს დაბალ ფასს, მაღალ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვადამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2023 წლის 09 მაისი.

დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2023 წლის 08 მაისი 13:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგმისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტებასატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათისკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ედუარდ ზახარიანს მობ: 571 373 193, ელ. ფოსტა: zaxarianikutaisi@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, მადლობა, აღნიშნული ფაილით შევძლებთ დეტალური კონსტრუქციული ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.

მიმწოდებელი 1

მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის, სართულშუა გადახურვის ფილების, რიგელების და სვეტების ესეთი ჭრილებიც ხომ არ გაქვთ რომ მოგვაწოდოთ?

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

ვეცდები ახლა--მთელი დღე მაწვალა ეს საიტი, არადა სულ მაგით ვსარგებლობ

მიმწოდებელი 1

მადლობა გადმოვიწერეთ, უბრალოდ კონსტრუქციული ნაწილი იგივეა, კერძოდ კონსტრუქციულ ნაწილში არ არის გამოტანილი გადახურვის ფილების ჭრა, არ არის გამოტანილი სვეტების სპეციფიკაცია და ჭრა, ასევე არ გვაქვს რიგელების სპეციფიკაცია და ჭრა. ატვირთული კონსტრუქციული ნაწილი არ არის სამშენებლო ნახაზი.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, კონსტრუქციული ნაწილი არასრულია და შესაძლებელია სრული ნაწილის გამოგზავნა? კერძოდ სპეციფიკაციები აკლია. აგრეთვე სადემონტაჟო შენობის მოცულობა და სურათები თუ შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

მოგესალმებით! ისევ ვერ შებძელი მთლიანი საბუთების გაგზავნა. გიგზავნით ბმულს https://we.tl/t-IbSdwlXi94. აქ არის სრული კონსტრუქციული ნაწილი. დღეს გავანახლებ უშუალოდ ამ ტენდერის გვერდს.

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

შემთხვევით წამეშალა თქვენი პასუხი. ჩემსას ვშლიდიდი და თქვენი წამეშალა. ბოდიშით

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

https://we.tl/t-8giDrBUx1m

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

https://wetransfer.com/downloads/71dd40caca60306ba7cffede843d2d9a20230503153524/cca199edf176490cb623fd6ab20a0b0420230503153545/da4fab ამ ბმულზე არის სახურავის ნახაზები და სპეციფიკაცია; და ფარდულის კონსტრუქციები

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში

მოგესალმებით! ბმულს გაუვიდა ვადა, დღეს ახალი ბმულით იქნება ატვირთული მასალა