ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17148 - ტენდერი ტირიფონიჰესის საჭიროებისთვის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის (4860 კვ.მ) ნარგავებისგან გაწმენდისა და მილსადენის შეღებვის სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 22 მაისი.

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციააცხადებს ტენდერს ტირიფონიჰესის საჭიროებისთვის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის (4860 კვ.მ) ნარგავებისგან გაწმენდისა და მილსადენის შეღებვის სამუშაოების შესყიდვაზე #01/05-GIEC-Hydro/Tube-TRPH-23.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ტირიფონიჰესის საჭიროებისთვის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის (4860 კვ.მ) ნარგავებისგან გაწმენდისა და მილსადენის შეღებვის სამუშაოების შესყიდვა

მისამართიგორის რაიონი, სოფელი ქვეში

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N3)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი მომსახურების გაწევის თაობაზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტირიფონიჰესის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის (4860 კვ.მ) ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).

აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შესასრულებელ სამუშაოებს წარმოადგენს:

  • მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის (4860 კვ.მ) ნარგავებისგან გაწმენდა;
  • მილსადენის (480 მ) შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით (ფერი უნდა შეთანხმდეს უშუალოდ დამკვეთთან);

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას, როგორც დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე - ggiorgobiani@gig.ge. კონვერტზე და ელექტრონული ფოსტის საგნის ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - ტირიფონიჰესის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის ნარგავებისგან გაწმენდა და მილსადენის შეღებვადა ნომერი - #01/05-GIEC-Hydro/Tube-TRPH-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი, ტელ: 577 64 00 74.

ადგილზე ვიზიტის შემთხვევაში გთხოვთ შეეხმიანოთ ტირიფონიჰესის ხელმძღვანელს, ბატონ დავით გიუნაშვილს, ტელ: 595 00 85 90;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 22 მაისი, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი;

შენიშვნა: პრეტენდენტს აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება შეღებვის მომსახურების გარეშე (მხოლოდ მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის ნარგავებისგან გაწმენდა).

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები