ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2023, 13:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T17164 - ტენდერი ობიექტების დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007  (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს ობიექტების დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით

განსკათრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს ტენდერს  ობიექტების დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურება. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, მისამართი და დასამუშავებელი კვადრატულობა მოცემულია თანდართული ფაილის სახით. 

  • დანართი N1 - ობიექტების ჩამონათვალი, მისამართი, კვადრატულობა, მომსახურების ტიპი (შიტებად კომპანიების მიხედვით). 
  • დანართი N2 - ტექნიკური დავალება. 

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს დანართ N1-ში ცვილილება-კორექტირება. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 
  • შენიშვნა: პრეტენდერტმა კომპანიამ შეიძლება წარმოადგნილოს მთლიანი ლოტის განფასება, ასევე თითო კომპანიისათვის.  

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • განიხილება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება, მაისი-ივნისიდან - სექტემბრის თვის ჩათვლით აქტიური დაკვეთის პერიოდი და/ან  მოთხოვნისამებრ და შემდგომ ყოველი საჭიროებისამებრ მოთხოვნის შესაბამისად. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მისამართები მოცემული კომპანიების მიხედვით დანართი N1-ში შიტებად. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება - დანართი N1-ის სახით, სადაც შიტებად მოცემულია კომპანიების მონაცემები. ყოველი შიტი უნდა შეიცსოს ცალ-ცალკე. ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-სა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ექსელის ფორმატით ასევე, pdf ფორმატით;
  • კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც განახლებული უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა; 
  • მომსახურების პერიოდში გამოყენებული ყველა შესაწამლის მასალის დასახელება, ტექნიკური დოკუმენტი და სერტიფიკატი;
  • მიმდინარე კონტრაქტორები და კორპორატიული კლიენტები; 

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 მაისი, 13:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები