
5 სექტემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1718 - ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს, ბანკის კუთვნილ ფართებში ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე (9 ობიექტი).
ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.
ლოტი#1- ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი;
დასამონტაჟებელი აპარატურის ჩამონათვალი, ობიექტების ადგილმდებარეობა იხილეთ თანდართულ ფაილად.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების ხარისხის წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასთა ნუსხა (როგორც ობიექტების მიხედვით ცალცალკე, ასევე ჯამური თანხა. გადასახადების ჩათვლით)
- სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი);
- საბანკო ამონაწერი ან ინფორმაცია ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
აუცილებელი პირობა:
- მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟზე.);
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 5 სექტემბრის (18:00 საათამდე).
ტენდერის მსვლელობისას ობიექტების დათვალიერება და საპროექტო ნახაზების გაცნობა მოხდება ადგილზე.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანდრო ტატიშვილს
ელფოსტა: andro.tatishvili@terabank.ge
ტელეფონი: 255 00 00 (შიდა: 2008).