
9 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1731 - ტენდერი ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ „ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში“ აცხადებს ტენდერს ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებზე.
დაფინანსება:
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ველო და სასოფლო ტურიზმის კომბინირება როგორც ინოვაციური მიდგომა საზღვრისპირა კოოპერირების ხელშესაწყობად“ N 2015_20 ფარგლებში.
პროექტი განთავისუფლებულია დღგ-ს დაგასახადისაგან, ს/კ 205198926
მშენებლობის ადგილი:
- ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე (ს/კ 62.26.01.136)
ორგანიზაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სატენდერო განაცხადის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- შესასრულებელი სამუშაოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოების შესრულების ვადები; (სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში)
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ორაგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, მურმან ლებანიძის ქუჩა N7, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 09 სექტემბერი 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: temoicct@gmail.com ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
სამუშაოებთან დაკავშირებით:
ტელ: 577 23 77 00;
საკონტაქტო პირი თემურ სამადაშვილი.