ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2023, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T17332 - Development and implementation of the business upscaling module

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივნისი 2023 დრო 23:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან: 

Development and implementation of the business upscaling module 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1). 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 02.06.2023 23:59 საათი. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1.
    Technical offer; 2. Financial offer
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83438173
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2. GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • პროექტის ნომერი: 17.4061.2-001.00
  • ტენდერის ნომერი: 83438173
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 07.06.2023 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

ჩვენი კითხვა ეხება ToR-ში მოცემულ მე-5 და მე-6 დავალებებს: მე-5 დავალების b და c პუნქტებში ვკითხულობთ: 5. Carry out field trips to the target locations (up to 20 trips/3 times per month): - to deliver training and coaching sessions; - to develop the set of skills that will be needed for the members, based on the findings of the resource mapping and capacity assessment. - carry out informational and motivational sessions with the involvement of role models from the private sector enterprises. - Provide the overall guidance and one-to-one feedback to the businesses (including consultations on different topics of interest and need) and support them to develop at least 6 months business development/upscaling plan. ხოლო, მე-6-ში წერია შემდეგი: Implement the business upscaling module for 2 (two) networks. გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტში ნათლად არ იკითხება სამუშაოს მასშტაბი, გთხოვთ დაგვიზუსტოთ, მე-5 დავალების b და c პუნქტებში მოცემული დავალებებისგან (რაც გულისხმობს ტრენინგის და ქოუჩინგ სესიების ჩატარებას) რით განსხვავდება მე-6 დავალება, რომელიც ასევე გულისხმობს მოდულის იმპლემენტაციას? უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მე-5 დავალების b პუნქტი გულისხმობს თუ არა, რომ 20 ვიზიტის ფარგლებში უნდა დასრულდეს ორივე ჯგუფისთვის სრული მოდული, თუ აღნიშნული ვიზიტები მოდულის იმპლემენტაციის დამატებითი, აუცილებლად შესასრულებელი კომპონენტია და ჯგუფებთან ტრეინინგები დისტანციურ ფორმატში ჩატარებაც შესაძლებელია?

მიმწოდებელი 1

ასევე მაინტერესებს შემდეგი საკითხები: ექსელის ფაილში Type of reimbursement-ის გრაფაში უნდა მივუთითოთ კონკრეტული ექსპერტი ანაზღაურებას დღიურად იღებს თუ ჯამურად? ასევე Appraiser-ში უშუალოდ ჩვენი კომპანიის თანამშრომელი იგულისხმება თუ outsource-ზე აყვანილი თანამშრომელი? გმადლობთ წინასწარ

GIZ
GIZ

მხოლოდ Company – service contract-ის ნაწილში უნდა მიუთითოთ კონკტერული ექსპერტების დღიური ანაზღაურება. Appraiser და Company-Contract for Work გვერდები (sheets) არ შეავსოთ.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, Annex 4-price-schedule ექსელის ფაილთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, კერძოდ მაინტერესებს Company-service contract და contract for Work sheet-ებზე შესავსები ინფორმაცია შინაარსობრივად ერთი და იგივეა ხომ? პირველ შითზე მომსახურების მთლიან ფასს ვაჩვენებთ პროექტში ჩართული თანამშრომლების (ექსპერტების) დღიური რეითის ჭრილში, ხოლო მეორე შითზე იგივე მომსახურების ფასი milestone-ების ჭრილში ჩაშლილად ხომ?

GIZ
GIZ

მოგესალმებით, ამ ტენდერის ფარგლებში მხოლოდ "Company-service contract" გვერდი იქნება შესავსები.