ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2023, 23:59

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17427 - ტენდერი ორი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 მაისი 2023 დრო 15:25
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2023 დრო 23:59

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 12 ივნისი.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ორი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს; 
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის  სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ- ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • სამუშაოების აღწერილობა (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი/ ხარჯთაღრიცხვა (დანართი 3);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 1-ში. 

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი 1: სამუშაოების აღწერილობა;
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი 3: ფასების ცხრილი / ხარჯთაღრიცხვა, სადაც ჩაშლილად მოცემული იქნება ხელფასისა და მასალის ღირებულება;
  • დანართი 3: საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • დანართი 3: სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 12 ივნისი, 23:59 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge
მობ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ამ შემთხვევაში სასურველი იქნება შესასრულებელ სამუშაოებზე დაზუსტებული ტექნიკური დავალების მიღება, რა თქმა უნდა თუ კი არის მამის შესაძლებლობა პატივისცემით პრეტენდენტი

სს "ჯორჯიან ქარდი"
სს "ჯორჯიან ქარდი"

სამწუხაროდ ტექნიკური დავალება არ გვაქვს, მხოლოდ რენდერები და გეგმა.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით -დანართი #3 სად არის ატვირთული

სს "ჯორჯიან ქარდი"
სს "ჯორჯიან ქარდი"

გამარჯობა, დანართი #3 -ში იწერება ჩაშლილი განფასება, რომელიც ადგილზე, ბელიაშვილის 106-ში სარემონტო ობიექტების ნახვის შემდგომ, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა ატვირთოს.