
28 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1762 - ტენდერი "ალაზანი 2" ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს "ალაზანი 2" ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- „ალაზანი 2“ ჰესის სადაწნეო აუზიდან ჰესის შენობამდე მისასვლელი არსებული 6 მეტრიანი სიგანისა და 2300 მეტრი სიგრძის გზის მოხრეშვისა და გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის არხის (50*50*50 სმ) მოწყობის პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- „ალაზანი 2“ ჰესის უქმი წყალსადენის ტბორებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი, „ალაზანი 2“ ჰესი, სიტუაციის გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 28 სექტემბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ანალოგიური გამოცდილება - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge . ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 88 55 75, საკონტაქტო პირი - გიორგი ბერიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.