
19 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1763 - ფასთა გამოკითხვა დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
სარემონტო ჩარხების ჩამონათვალი:
- უნივერსალური სახარატო ჩარხი TT1647;
- სახარატო ხრახნმჭრელი კომბინირებული ჩარხი 1M95;
- ბრტყელი სახეხი ჩარხი 3Г-71;
- რადიალური საბურღი ჩარხი 3H-55;
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი თითოეული ჩარხისთვის გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები).
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 19 სექტემბრის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 70 78 16. საკონტაქტო პირი შოთა შუბლაძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.