23 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1765 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 23 სექტემბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურებაზე.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:
- ნებისმიერი ტიპის კვებით მომსახურება (სხვადასხვა მაშსტაბის ყავის შესვენება, ლანჩი, ღონისძიების ფურშეტი, როგორც თბილისის ფარგლებში, ასევე ქალაქგარეთ) ადგილზე მიტანის სერვისის ჩათვლით.
 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
 
სხვა პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - მომწოდებელს უნდა შეეძლოს ოპერატიულად (1 დღით ადრე) შეკვეთის მიღება და განხორციელება ხარვეზების გარეშე;
 - მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ინვენტარი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სისტემატიურად უნდა მოახდინოს ინვენტარის განახლება და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
 - მომწოდებლის მომსახურებაში უნდა შედიოდეს კვალიფიციური პერსონალი სპეციალური ჩაცმულობითა და აღჭურვილობით;
 - მომწოდებელი ზედმიწევნით უნდა იცავდეს საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილ ნორმასა და ჰიგიენის წესებს;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად: 
დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 1 პერსონაზე საზეიმო ღონისძიების მენიუს ნიმუშს (კერძების და ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით). უნდა იყოს მითითებული კერძების შესაბამისი ფასი (ფორმატი - 1,45 ლარი). შეთავაზება ასევე უნდა მოიცავდეს ღონისძიების ამსახველ ფოტოსურათებს და რეკომენდაციას უშუალო დამკვეთებისგან (საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით); 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თამარ კეკელია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7417)
მობ.:(+995 555) 97 57 07
ელ-ფოსტა:tkekelia@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=643&lang=geo