ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17667 - ტენდერი სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა/მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა/მოწოდებაზე.

თანდართულ ფაილებში იხილეთ:

  • ფაილი N1: სამეურნეო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფაილი N2: პროდუქციის მიწოდების მისამართები;

ტენდერის პირობები

  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით: დამატებით  ექსელის ცხრილში (ორ sheet-ზე) მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების და თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან მაქსიმუმ 7 დღეში;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;

დამატებითი მოთხოვნები 

  • მაღაზიებისთვის მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს დახარისხებული ფილიალების მიხედვით დალუქულ/შეფუთულ მდომარეობაში (აუცილებელია, რომ ყოველ შეფუთვას ეწეროს მაღაზიის დასახელება);
  • მოწოდებული შეკვეთების რაოდენობების უზუსტობის შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა დააკორექტიროს შესაბამისი ზედნადები;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შეკვეთა ხდება ყოველთვიურად თვის 5 დან 10 რიცხვამდე;
  • მაღაზიების რაოდენობა 411, საწყობი 3, ოფისი 2;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის . 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის .39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია