
23 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1767 - ფასთა გამოკითხვა ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული არხისა და გზის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული არხისა და გზის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე.
დართულ ფაილში, გთხოვთ იხილოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტის განმარტებითი ბარათი და ნახაზები.
სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი, ბჟუჟა ჰესი;
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- სამშენებლო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 სექტემბრის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 591 93 10 10; საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.