ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17672 - ტენდერი რაჭა-რიცეულა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რაჭა-რიცეულა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობის შემდეგ, დასრულებული სამუშაოს (პროექტის) ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვაზე #08/06-GIEC-Hydro/Expert-Racha-Riceula-23.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N2)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

მისამართიამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ, სამუშაოს დასრულების შემდგომ წარმოდგენილი საბოლოო ფორმა N2-ის, ბეტონის კუბების ლაბორატორიული დასკვნისა და ფარული სამუშაოების აქტების საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო დასკვნა.
  • აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - რაჭა-რიცეულა ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობის შემდეგ დასრულებული სამუშაოს (პროექტის) ექსპერტიზადა ნომერი - #08/06-GIEC-Hydro/Expert-Racha-Riceula-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები