
ჩაბარების ვადა:
3 ოქტომბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1769 - ტენდერი Q5 ტონიანი გრეიფერული ამწეკრანის კაპიტალური რემონტის ჩატარებასთან დაკავშირებით
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს Q5 ტონიანი გრეიფერული ამწეკრანის კაპიტალურ რემონტის ჩატარებასთან დაკავშირებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში: მცხეთის რაიონი სოფ. ქსანი, ა.წ. 3 ოქტომბრამდე.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის სრული დასახელება; საკონტაქტო პირის მონაცემები და ელ.ფოსტა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საბანკო რეკვიზიტები
- დეფექტური აქტი და განფასება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე;
თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ან/და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ადგილზე ან მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: aalaverdashvili@mina.com.ge