ჩაბარების ვადა:

22 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17751 - ფასთა გამოკითხვა კომპიუტერული ტექნიკისა და საკუთვნოების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ფასთა გამოკითხვას კომპიუტერული ტექნიკისა და საკუთვნოების შესყიდვის მიზნით.

შესყიდვის ობიექტი:

  • შესასყიდი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები მოცემულია ცხრილიN1-ში. პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა ერთ ან რამოდენიმე დასახელებაზე. ერთეულის ფასები და საერთო ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელს და ხარჯს, მ.შ დ.ღ.გ, ტრანსპორტირების ხარჯი, ადგილზე მოტანით, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა/ადგილზე მონტაჟი.

მიწოდების პირობები: 

  • შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღისა. მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის N60.

გარანტია:

  • შესასყიდ საქონელზე  საგარანტიო ვადა შეადგენს მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.

ანგარიშსწორების პირობები:

  • მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმით: შემსყიდველის მიერ მოხდება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 40%–ის წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობისსაავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე. აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღითუნდა აღემატებოდეს შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • შევსებული ფასებისცხრილი/დანართი N1;
  • ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების შესახებ;

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებულიხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: 

  • პრეტენდენტის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2023 წლის 22 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ფასთა გამოკითხვის მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტებში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის N60, ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში. კონვერტზე უნდა იყოს მითითებული პრეტენდენტის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პრეტენტენტის ტელეფონის ნომერი (ტელეფონი, მობილური).
  • შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები თან ერთვის წარმოდგენილ განცხადებას, რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.
  • შესყიდვასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია წერილობითი მიმართვით ან ზეპირად საკონტაქტო პირისგან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ირაკლი ხურციძე
ტელ: 599946797

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები