ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17790 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.

  • კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში.
  • ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3349 ადამიანი. აქედან 2425 არის თანამშრომელი, 924 ოჯახის წევრი.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ  შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:

  • სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
  • გამოცდილება;
  • კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
  • ფასი 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com; 
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო # 7

მოთხოვნა: 

  • წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 
  • სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები