
7 ოქტომბერი 2016, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT1780 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/262
ბ) დანიშნულება: უნიფორმების შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- დიზაინი;
- რაოდენიბა;
- ზომები;
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
1. ნაჭრის შემცველობა;
2. სად არის ნაწარმოები ნაჭერი;
3. სად არის შეკერილი ფორმები; - მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 3 კვირის განმავლობაში;
- სავალდებულოა ნიმუშების მოტანა შემოთავაზებასთან ერთად;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 28.09.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 07.10.2016 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com