ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17822 - ტენდერი ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და შახტური ჭების მკვებავი დაბალი ძაბვის უჯრედების მოწესრიგებაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 07 ივლისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC), ს/ნ 216323351) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და შახტური ჭების მკვებავი დაბალი ძაბვის უჯრედების მოწესრიგებაზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ტექნიკური დავალება :

მართვისა და დაცვის ფარი (დანართი N2)

შ.პ.ს. „რუსთავის წყალს“ ესაჭიროება 5 ცალი მართვისა და დაცვის ფარი 45 კვტ სიმძლავრის ჩაძირული ტუმბოების ექსპლუატაციისთვის. მართვისა და დაცვის ფარზე განხორციელებული უნდა იყოს შემდეგი დაცვები:

  • მოკლედ შერთვისგან დაცვა
  • ფაზის დაკარგვისგან დაცვა
  • ფაზების მიმდევრობის დაცვა
  • მაღალი და დაბალი ძაბვისგან დაცვა (Umin=370 ვ; Umax=415 ვ)
  • გადატვირთვისგან დაცვა (I = 100ა±15%), დროის დაყოვნებით (t = 0.5-10 წმ). მოწყობილობას მოქმედების შემთხვევაში უნდა ინდიკაცია.
  • მშრალი სვლისგან დაცვა

სახაზო უჯრედი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი ძალოვანი მოწყობილობებით:

  • ავტომატური ამომრთველი 160 ა, ნომინალური დენის რეგულირების საშუალებით (0.8-1)xIn
  • კონტაქტორი 160 A
  • დენის ტრანსფორმატორები - 150/5; 0.5 კლ; 2 ც თითოეულ ფაზაში
  • მულტიმეტრი - დენისა და ძაბვის ჩვენების ფუნქციით
  • სპილენძის კაბელი - 25 მმ2

შენიშვნა: მართვის ფარში უნდა იყოს მოწყობილი საკლემო მომჭერების რიგი, სადაც გამოყვანილი იქნება დენის ტრანსფორმატორების გრაგნილის, მართვისა და სიგნალიზაციის წრედები.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მართვის ფარზე უნდა იყოს განთავსებული ჩართვა-გამორთვის ღილაკები და კონტაქტორის მდგომარეობის მაჩვენებელი სასიგნალო ნათრები.
  • მართვის ფარს უნდა ჰქონდეს IP65 დაცვის საფეხური
  • მეორეული წრედის ყველა კაბელს და საკლემო მომჭერს უნდა გააჩნდეს სქემის შესაბამისი მარკირება. დენური წრედები უნდა შესრულდეს სპილენძის არანაკლებ 2.5 მმ2 კვეთის სადენით, ხოლო დანარჩენი წრედები უნდა შესრულდეს სპილენძის არანაკლებ 1.5 მმ2 კვეთის სადენით. შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ძალოვანი და მეორეული წრედის სქემები, რომელიც თანხვედრაში იქნება რეალურ სიტუაციასთან.
  • შემსულებელმა უნდა გაითვალისწინოს სივრცე მართვის ფარზე კაბელების შესასვლელად. სივრცე უნდა გამზადდეს იმგვარად, რომ მის კიდეებს არ ჰქონდეს ბასრი პირები და არ იყოს კაბელის მექანიკურად დაზიანების საფრთხე.
  • შემსრულებელმა ყველა სამუშაო უნდა ჩაატაროს საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით

ქალაქის ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგური (ГКТП) (დანართი N3)

სოფელ ლეჟბადინში შ.პ.ს. „რუსთავის წყალს“ ესაჭიროება 6 კომპლექტი ქალაქის ტიპის 400 კვა სიმძლავრის გარე დადგმულობის სატრანსფორმატორო ქვესადგური. ქვესადგურის დანიშნულებაა 400 ვ ძაბვაზე მომუშავე 250 კვტ სიმძლავრის ტუმბოაგრეგატის დაკვება. სატრანსფორმატორო ქვესადგური უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:

მაღალი ძაბვის ნაკვეთური:

სატრანსფორმატორო ქვესადგურის მაღალი ძაბვის ნაკვეთურში უნდა დამონტაჟდეს უჯრედი, რომლის დანიშნულებაც იქნება საკაბელო ხაზის შესვლა და ძალოვანი ტრანსფორმატორის დაკვება. უჯრედს უნდა გააჩნდეს შემდეგი პარამეტრები:

  • ნომინალური ძაბვა - 6 კვ
  • ნომინალური დენი - 630 ა
  • თერმული მდგრადობის დენი - 20 კა
  • დინამიური მდგრადობის დენი - 51 კა

უჯრედი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მოწყობილობებით:

  • დატვირთვის ამომრთველი - ВНАп-II 10/630А (ან ანალოგი) მოწყობილობას უნდა გააჩნდეს მექანიკური ბლოკირება დამიწების დანებსა და ძალოვანი
  • წრედის დანებს შორის.
  • დნობადი მცველები - ПК(т)-012-6-63-31.5-У1 (ან ანალოგი)
  • გადაძაბვის შემზღუდველი - 6 კვ
  • ალუმინის სალტე - АДЗ1т 40*4

სატრანსფორმატორო ნაკვეთური:

ნაკვეთურში ძალოვან ტრანსფორმატორს დაამონტაჟებს დამკვეთი. შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს ფართი დამკვეთის მიერ მიწოდებული ტრანსფორმატრორის გაბარიტული ზომების მიხედვით. ნაკვეთურში შემსრულებლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს სალტეები და კაბელები, რომლებსაც ტრანსფორმატორზე დაამონტაჟებს დამკვეთი. კონსტრუქცია უნდა იყოს გათვლილი იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ძალოვანი ტრანსფორმატორის მარტივი მონტაჟი/დემონტაჟი. ნაკვეთური უნდა იკეტებოდეს საკეტით, რომელსაც ექნება დანარჩენი ნაკვეთურებისგან განსხვავებული გასაღებები.

დაბალი ძაბვის ნაკვეთური:

სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაბალი ძაბვის ნაკვეთურში უნდა დამონტაჟდეს სამი უჯრედი - ერთი შემყვანი და ორი სახაზო (ერთი-ერთი მათგანი უნდა იყოს მოწყობილობააპარატურის გარეშე). სახაზო უჯრედის დანიშნულება იქნება ტუმბოაგრეგატის ძრავის გაშვება/გაჩერება.

უჯრედებს უნდა გააჩნდეს შემდეგი პარამეტრები:

  • ნომინალური ძაბვა - 0,4 კვ
  • ნომინალური დენი - 630 ა

შემყვანი უჯრედი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგ იმოწყობილობებით:

  • ავტომატური ამომრთველი
    - ნომინალური ძაბვა - 0.4 კვ
    - ნომინალური დენი 630 ა
    - მოკლე-შერთვის დენი 35 კა
    - პოლუსების რაოდენობა - 3
    - ნომინალური დენის რეგულირების შესაძლებლობა - (0.7-1)xIn
  • გადაძაბვის შემზღუდველი - 0,23 კვ
  • ალუმინის სალტე - АДЗ1т 60*6

სახაზო უჯრედი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგ იმოწყობილობებით:

  • გამთიშველი - РС 6 – 630 А (ან ანალოგი)
  • კონტაქტორი 500 A
  • დენის ტრანსფორმატორები - 500/5; 0.5 კლ; 3 ც თითოეულ ფაზაში
  • მულტიმეტრი - დენისა და ძაბვის ჩვენების ფუნქციით
  • ალუმინის სალტე - АДЗ1т 60*6

სახაზო უჯრედს უნდა გააჩნდეს შემდეგი დაცვები:

  • ფაზის დაკარგვისგან დაცვა
  • დაზების მიმდევრობის დაცვა
  • მაღალი და დაბალი ძაბვისგან დაცვა (Umin=370 ვ; Umax=415 ვ)
  • გადატვირთვისგან დაცვა (I = 100ა±15%), დროის დაყოვნებით (t = 0.5-10 წმ). მოწყობილობას მოქმედების შემთხვევაში უნდა ინდიკაცია.

შენიშვნა:

  • სატრანსფორმატორო ქვესადგურში უნდა იყოს მოწყობილი საკლემო მომჭერების რიგი, სადაც გამოყვანილი იქნება დენის ტრანსფორმატორების გრაგნილის, მართვისა და სიგნალიზაციის

დამატებითი მოთხოვნები:

  • შემსრულებლის ვალდებულებაში შედის სატრანსფორმატორო ქვესადგურისათვის ფუნდამენტის მოწყობა და ქვესადგურის მონტაჟი.
  • ქვესადგურის კორპუსზე უნდა იყოს გათვალისწინებული დამიწების კონტურის მიერთების შესაძლებლობა
  • სატრანსფორმატორო ქვესადგურის ყველა ელემენტი, რომელიც არის გამტარი, მაგრამ მისი დანიშნულება არ წარმოადგენს დენის გატარებას, უნდა დამიწდეს.
  • დაბალი ძაბვის სახაზო უჯრედზე, რომელზეც არ იქნება დამონტაჟებული მოწყობილობა-აპარატურა, უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტრუქცია მათ სამონტაჟოდ.
  • მომწოდებელმა უნდა გაამზადოს და დამკვეთს მიაწოდოს ქვესადგურის სახაზო უჯრედში დამონტაჟებული კონტაქტორის დისტანციური მართვის ფარი, რომელზეც იქნება ჩართვა-გამორთვის ღილაკები, კონტაქტორის მდგომარეობის მაჩვენებელი სასიგნალო ნათურები და მულტიმეტრი დენისა და ძაბვის ჩვენების ფუნქციით.
  • მეორეული წრედის ყველა კაბელს და საკლემო მომჭერს უნდა გააჩნდეს სქემის შესაბამისი მარკირება. დენური წრედები უნდა შესრულდეს სპილენძის 2.5 მმ2 კვეთის სადენით, ხოლო დანარჩენი წრედები უნდა შესრულდეს სპილენძის 1.5 მმ2 კვეთის სადენით. შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ძალოვანი და მეორეული წრედის სქემები, რომელიც თანხვედრაში იქნება რეალურ სიტუაციასთან.
  • ქვესადგურის სამივე ნაკვეთურში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება და როზეტი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სამპოლუსა C63 მოდულური ტიპის ავტომატური ამომრთველი ახლომდებარე ობიექტების საკუთარი მოხმარებისათვის
  • შემსულებელმა უნდა გაითვალისწინოს სივრცე სატრანსფორმატორო ქვესადგურში კაბელების შესასვლელად. სივრცე უნდა გამზადდეს იმგვარად, რომ მის კიდეებს არ ჰქონდეს ბასრი პირები და არ იყოს კაბელის მექანიკურად დაზიანების საფრთხე.
  • შემსრულებელმა ყველა სამუშაო უნდა ჩაატაროს საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და მასში დამონტაჟებული მოწყობილობების ყველა ტექნიკური დოკუმენტაცია - მათ შორის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო და ტექნიკური პასპორტი.

ნახაზია თანართულია დანართი N3- ში

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • პრეტენდენტმა უნდა გაეცნოს ტექნიკურ დავალებას - დანართი N2 და დანართი N3
  • უპირატესობა მიენჭება უმაღლესი საგარანტიო ვადის მქონე შემოტავაზებას

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • შემოთავაზებული უნდა იყოს მოწოდების გონივრული ვადა

1.5. საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) მიწოდების ადგილი: სოფელი ლეჟბადინი

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) ჯამური საკონტრაქტო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი და კვირის ჭრილში მოსაწოდებელი რაოდენობა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.2);
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია ვიბრო მაგიდის ან/და პრესის აპარატის არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

შენიშვნა:

  •  ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერისდასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოსტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 07 ივლისი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;  

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595226694

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

დოკუმენტაცია

RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი N1 - ფასების ცხრილი დანართი N1 - ფასების ცხრილი
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
დანართი N2 - დაცვისა და მართვის მოწყობილობა დანართი N2 - დაცვისა და მართვის მოწყობილობა
დანართი N3 ქალაქის ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგური დანართი N3 ქალაქის ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგური
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა