ჩაბარების ვადა:

3 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17827 - ტენდერი რკინა-ბეტონის ფილის და რგოლების ჩამოსხმის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC), ს/ნ 216323351) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რკინა-ბეტონის ფილის და რგოლის ჩამოსხმის მომსახურების შესყიდვაზე. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  •  ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის და ფილის ნაკეთობების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად.

შენიშვნა: მომწოდებელმა უნდა დააფიქსიროს ერთეულის ფასები ტრანსპორტირებით და საწყობში ჩამოცლით, ასევე მიუთითოს მინიმუმ რა რაოდენობის შეკვეთა უნდა მიიღოს რომ განახორციელოს ტრანსპორტირება რუსთავში, წლიური რაოდენობები მითითებული არ არის ფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება ფიქსირებული ფასებით.

ტექნიკური დავალება:

ჭის რგოლები

  • საკანალიზაციო და წყალმომარაგების ჭების კონსტრუქციების დამზადება უნდა განხორციელდეს ქარხნულ პირობებში ან სპეციალურად მომზადებულ სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით რუსული სტანდარტის ГОСТ 8020-90 (ან ანალოგი) შესაბამისად;
  • ანაკრები რკინა-ბეტონის ნაკეთობების მიღება–ჩაბარება, ტრანსპორტირება, შენახვა–დასაწყობება უნდა განხორციელდეს ГОСТ–13015(ან ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად;
  • ანაკრები რკინა-ბეტონოს ჭის მასალების წარმოებისთვის გამოყენებული ბეტონი უნდა იყოს ქარხნული წესით წარმოებული, არ უნდა იყოს ხელით მოზელილი, ამასთან გამოყენებულ ბეტონს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის წარმოებისთვის გამოყენებულ რკინის ნაკეთობებს ასევე უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია შესასყიდ საქონელს შიდა მხარეს დაუსვას სპეციალური დამღა/ან გააკეთოს მარკირება საქონლის წარმოების თარიღის და მწარმოებლის შესახებ;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის წარმოებაში გამოყენებული ბეტონის მასალის ნიმუშის („კუბიკი“) შენახვა/კონსერვაცია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებაში გამოყენებული ბეტონის ნიმუშის შემოწმება საკუთარი ხარჯით, იმ შემთხვევაში თუ ბეტონის ნიმუშის ხარისხი არ იქნება შესაბამისობაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ბეტონის სპეციფიკაციებთან შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს უხარისხო ბეტონით წარმოებული საქონლის ჩანაცვლება;
  • მიმწოდებელი ვალდებულება ჭის ძირების და გადახურვის ფილების ვიბრირება მოახდინოს „ვიბრო მაგიდაზე“, ხოლო რგოლების დამზადება უნდა მოხდეს პრესის აპარატით;
  • კონკრეტული მიწოდებული პარტიის ხარისხის შემოწმება შემსყიდველის მიერ მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე საქონლის ჩამოტვირთვამდე(მანქანაზე) შმიდტის ჩაქუჩით, ბეტონში ჩატანებული არმატურის შესამოწმებელი ხელსაწყოთი და ვიზუალური დათვალირებით. იმ შემთხვევაში თუ საქონლის ხარისხი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ დანართიN3-ში განსაზღვრულ მოთხოვნებს შემსყიდველი აამოქმედებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს;
  • კბილიანი და უკბილო რგოლები გარედან დამუშავებული უნდა იყოს ბიტუმის მასტიკით

ფილები

  • ანაკრები რკინა-ბეტონის ნაკეთობების მიღება–ჩაბარება, ტრანსპორტირება, შენახვა–დასაწყობება უნდა განხორციელდეს ГОСТ–13015(ან ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად;
  • ფილების მასალების წარმოებისთვის გამოყენებული ბეტონი უნდა იყოს ქარხნული წესით წარმოებული, არ უნდა იყოს ხელით მოზელილი, ამასთან გამოყენებულ ბეტონს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფილების წარმოებისთვის გამოყენებულ რკინის ნაკეთობებს ასევე უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია შესასყიდ საქონელს შიდა მხარეს დაუსვას სპეციალური დამღა/ან გააკეთოს მარკირება საქონლის წარმოების თარიღის და მწარმოებლის შესახებ;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს რკინა-ბეტონის ფილის წარმოებაში გამოყენებული ბეტონის მასალის ნიმუშის („კუბიკი“) შენახვა/კონსერვაცია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებაში გამოყენებული ბეტონის ნიმუშის შემოწმება საკუთარი ხარჯით, იმ შემთხვევაში თუ ბეტონის ნიმუშის ხარისხი არ იქნება შესაბამისობაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ბეტონის სპეციფიკაციებთან შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს უხარისხო ბეტონით წარმოებული საქონლის ჩანაცვლება;
  • მიმწოდებელი ვალდებულება ჭის ძირების და გადახურვის ფილების ვიბრირება მოახდინოს „ვიბრო მაგიდაზე“ ან „ვიბრო შლანგით“.
  • კონკრეტული მიწოდებული პარტიის ხარისხის შემოწმება შემსყიდველის მიერ მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე საქონლის ჩამოტვირთვამდე (მანქანაზე) შმიდტის ჩაქუჩით, ბეტონში ჩატანებული არმატურის შესამოწმებელი ხელსაწყოთი და ვიზუალური დათვალირებით. იმ შემთხვევაში თუ საქონლის ხარისხი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ დანართიN2-ში განსაზღვრულ მოთხოვნებს შემსყიდველი აამოქმედებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს;
  • შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გადახურვის ფილაში დასამონტაჟებელი თუჯის ბრენდირებული ჩარჩო-ხუფის გადაცემა.
  • თუჯის ბრენდირებული ჩარჩო-ხუფის მიწოდება მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე: ლილო (იუმაშევის 14), ფეიქრების ქ. 14 ან წყალსადენის ქ. 7.  მიმწოდებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს მიწოდებული ჩარჩო-ხუფების თავის ტერიტორიაზე გადაზიდვა.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა წარმოებული ნაკეთობები უნდა მოგვაწოდოს წარმოებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ და ამავე დროს წარმოებიდან 14 დღეში მოწოდებული რკინა ბეტონის ნაკეთობების სიმტკიცე უნდა შეადგენდეს საპროექტო მარკიანობის 80 %-ს ანუ 240 მარკას. შემოტანილ პროდუქციაზე დატანილი უნდა იყოს კომპანიის სახელი, ჩამოსხმის თარიღი, ბეტონის მარკა.
  • მოწოდების გრაფიკის დაცვა სავალდებულია, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება უმკაცრესი სანქციები რაც ჩადებულია ხელშეკრულებაში
  • თვეში მინიმუმ ერთხელ გადამოწმდება ნაკეთობები ზედამხედველობის მიერ და შემოწმდება ნაკეთობის ხარისხი, სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ასევე ამოქმედდება სანქციები რაც გაწერილია ხელშეკრულებაში.

1.3 განფასება

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 კალენდარული დღის განმვალობაში.

1.5. საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) მიწოდების ადგილი: რუსთავი, წმინდა ნინოს N5

1.6 შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში. ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პერიოდულად განახორციელოს მოულოდნელი ინსპექტირება.

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) ჯამური საკონტრაქტო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი და კვირის ჭრილში მოსაწოდებელი რაოდენობა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • 2.თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.2);
  • 3.ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია ვიბრო მაგიდის ან/და პრესის აპარატის არსებობის შესახებ;
  • 4.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ. 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერისდასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოსტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს “რუსთავის წყალი” (RWC, ს/ნ 216323351) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 ივლისი 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;  

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი 
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595226694

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

35 (სკლერომეტრის) შმიდტის ჩაქუჩის შესახებ 35 (სკლერომეტრის) შმიდტის ჩაქუჩის შესახებ
RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა
დანართი N2-რკინაბეტონის ნაკეთობების შემოწმება დანართი N2-რკინაბეტონის ნაკეთობების შემოწმება
დანართი N3-სატენდერო მოთხოვნები დანართი N3-სატენდერო მოთხოვნები
დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
რკინა ბეტონის ფილების შესყიდვა რკინა ბეტონის ფილების შესყიდვა
სატენდერო დოკუმენტაცია ფილები და ჭები სატენდერო დოკუმენტაცია ფილები და ჭები
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა