ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17829 - ტენდერი აპლიკაციების მონიტორინგის ხელსაწყოს (APM) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს აპლიკაციების მონიტორინგის ხელსაწყოს (APM) შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  •  მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი  აპლიკაციების მონიტორინგის ხელსაწყოს (APM) შესყიდვა“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი  (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია  სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით  დაუკავშირდით:
ბაჩა ხოფერიას,
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.Khoperia@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 1119). მობ: 577 61 40 02

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით
ირაკლი მიქაძეს,
ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge 
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005).  მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები