ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17832 - ტენდერი სტრეჩ შესაფუთი რულონების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 28 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სტრეჩ შესაფუთი რულონების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს სტრეჩ შესაფუთი რულონისა და მისი ბობინის ნიმუშები არაუგვიანეს, 27 ივნისის 18:00 საათისა მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 129. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება შესყიდვის პროცედურიდან

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესასყიდი სტრეჩ შესაფუთი რულონების საორიენტაციო რაოდენობა 1 წლის ჭრილში წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესასყიდი სტრეჩ შესაფუთი რულონების ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N2-ის სახით

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

 განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებულიგადასახადები).

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • სტრეჩ შესაფუთი რულონების მიწოდების ადგილი: მცხეთა, სოფელი ქსანი
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 5-6 კვირის იტერვალით.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიღებიდან და საბუღალტრო დოკუმენტაციის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 50 ქულა;
  • შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი - 40 ქულა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი- 10 ქულა.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალ
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნიმუშები უნდა იყოს მიწოდებული შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129. წარმოდგენილი ნიმუშები არ ექვემდებარება დაბრუნებას, რადგან გამოყენებული და დატესტილი უნდა იყოს შესაბამისი დანიშნულებით.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 ივნისი 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 23 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: et.murusidze@tegetamotors.ge საკონტაქტო პირი: ეთო მურუსიძე, ტელ: 597 70 48 43

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 ივნისი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა