ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17882 - ტენდერი სხვადასხვა პროგრამული ლიცენზიების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

სს ბაზისბანკი აცხადებს ტენდერს შემდეგი პროდუქტების შეძენაზე:

  • Veeam Backup and Replication
  • Database masking for MS SQL
  • Office 365 - სხვადასხვა ლიცენზიები.

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე, შესასყიდი პროდუქციის განფასებაზე (დეტალიზაცია იხ. განაცხადის ბოლოს).

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:

კანდიდატები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორისშესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუკიკანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნესპროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვამტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • შესასყიდი პროქუციის განფასება.

წინადადებების წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთებისმიზნით.

წინადადებების წარდგენა:

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 05 ივლისი, 18:00 თბილისის დროით.

 საჯაროობა:

  • მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკისწინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

  • ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯი ნებისმიერკანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმისგამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
  • მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯებისნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა:

კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე/მომწოდებლის შერჩევაზე შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

ბანკი უფლებამოსილია:

  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი არ შეესაბამება ამ მოწვევით განსაზღვრულინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც განაცხადში დაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  • უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, შესაბამის ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, შეიტანოს ნებისმიერიცვლილება კანდიდატის შერჩევის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოსაღნიშნული სამსახურის შესაბამის ვებ გვერდზე.

განაცხადის და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დეტალიზაცია:

სერვერული სისტემები:

Veeam Backup and Replication Subscription License (ლოტი 1)
  190 ვირტუალური მანქანისთვის
Data Masking for MS SQL database + yearly support (ლოტი 2)
   1 მონაცემთა ბაზებისთვის


Office 365
ლიცენზიების შესყიდვა (ლოტი 3):

  • 1-წლიანი კონტრაქტი თვიური გადახდებით
  • კლიენტის კაბინეტი ლიცენზიების მართვისთვის
ლიცენზიის დასახელება
ცალი
Microsoft 365 Business Basic
190
Enterprise Mobility + Security E3
220
Azure Active Directory Premium P1,
415
Microsoft 365 Business Standard
300
Microsoft 365 Business Premium
270
Microsoft 365 Apps for enterprise
190
Office 365 E3
145


სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დოკუმენტაცია