ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17910 - ტენდერი სათავო ოფისში და თბილისის სერვის ცენტრებში წყლის ქსელზე დაერთებული დისპენსერების მიწოდება/მონტაჟზე

ტენდერი არწერილობა: 

სს „ლიბერთი ბანკი“-ს აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში და თბილისის სერვის ცენტრებში წყლის ქსელზე დაერთებული დისპენსერების მიწოდება/მონტაჟზე. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი)  წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • პროდუქციის ხარისხის შესაბამისი ყველა სახის სერტიფიკატი;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ, მინიმუმ სამი რეკომენდაცია;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  •  დისპენსერების განთავსების ადგილი, მისამართები და რაოდენობა იხილეთ #2 დანართში;
  • დისპენსერების რაოდენობა არის სავარაუდო, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს;
  • პრეტენდენტმა უნდა შემოგვთავაზოს ბანკის ყველა ობიექტზე (დანართი #2) დისპენსერების მიწოდებისა და სამონტაჟო სამუშაოების სრულად და ჯეროვნად მოწოდება/მონტაჟის ვადები;

 შენიშვნა:

  • ბანკისთვის დისპენსერების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

ტექნიკური პირობები:

  • დისპენსერებს, უნდა გააჩნდეს სასმელი წყლის არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი);
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული დისპენსერების გამართულიმუშაობა;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, თანდართული ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 ივნისი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge 
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 41100000 ბუნებრივი წყალი