ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17914 - ტენდერი სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების ყოველთვიურად შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს: სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე ყოველთვიურად, თანდართული ფაილების (დანართი #1 და დანართი #2) შესაბამისად;

  პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • სს „ლიბერთი ბანკის“ ობიექტებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდება  დანართი #1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ობიექტების მისამართები მოცემულია დანართი #2-ში;
  • მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი  მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

  ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების შაბლონის (დანართი #3) შესაბამისად. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 ივნისი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის:

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ობიექტებზე ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება