ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18057 - ტენდერი ღია კარიერული მოპოვების ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2023 წლის 18 ივლისი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სელბაი ლიმითედი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ღია კარიერული მოპოვების ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვაზე.

ღია კარიერული მოპოვების ობიექტები:

  • კალაური_O2
  • კალაური_О4

დოკუმენტაცია: ტექნიკური დავალება პროექტირებაზე - GM_Kalauri_O2_O4_OpenPits.pdf

გრაფიკული მასალების სია:

  • მიმოხილვითი ტოპოგრაფიული გეგმა 90x90 სმ: 01_Kalauri_O2_O4_Overview_Ortho22_Topo.jpg
  • მიწის ნაკვეთების მიმოხილვის გეგმა 90x90 სმ: 02_Kalauri_O2_O4_Overview_Ortho22_NAPR.jpg
  • სამთო სამუშაოების ფაქტიური მდგომარეობა60x60 სმ :jpg
  • სტრატების ფსკერის ფორმირების იზოჰიფსები (Изогипсы подошвы пласта), 60х60 см: 04_Kalauri_O2_O4_Details_OreBottom.jpg
  • სტრატების სისქის იზოპაქიტები (Изопахиты мощности пласта), 60х60 см: 05_Kalauri_O2_O4_Details_OreThickness.jpg

გრაფიკული მასალებისა და მონაცემების აღწერა:

  • მასშტაბი 1:2000
  • კოორდინატთა სისტემა: WGS_1984_UTM_Zone_38N

მიმოხილვით გეგმებში ჩანს:

საპროექტო სამთო სამუშაოები:

  • საბადო ტერიტორიები
  • სავარაუდო გაშიშვლების (ქანების მოხსნის) არეები
  • ნებადართული არეები მოხსნილი ქანების დასაწყობებისთვის

რელიეფი

  • რელიეფის კონტურები (1 მ-ის შემდეგ)
  • მეწყრული ზონები
  • ნაკადულები. ჭაობები

მიწის ნაკვეთები

  • სახელმწიფო ტყის ფონდი
  • კერძო, საჯარო (100 მ-ის ფარგლებში გაშიშვლების საზღვრიდან)

დეტალური გეგმები აჩვენებს:

  • ფაქტობრივი სამთო ოპერაციები
  • გეოლოგიური სინჯის აღების პუნქტები
  • სტრატების ფსკერის ფორმირების იზოჰიფსები (Изогипсы подошвы пласта)
  • სტრატების სისქის იზოპაქიტები (Изопахиты мощности пласта

საპროექტო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველეზე ყველა მონაცემის მიწოდება შესაძლებელია  GIS ფორმატში.

სრული დეტალური ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია იხ. თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

კომპანიის მიერ ყველაზე უფრო ხელსაყრელი, ბიუჯეტური ვარიანტის შერჩევის მიზნით, პრეტენდენტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს რამდენიმე ვარიანტად (სასურველია 3) გამოსაყენებელი სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სახეობებიდან გამომდინარე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ივლისი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
გიორგი კვანჭახაძე
ელ.ფოსტა: g.kvanchakhadze@sbl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ივნისი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა