ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2023, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T18072 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 03.06.21.161) საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებაზე. 

შესრულების
ადგილი: ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. № 3

შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს:

  • გარე და შიდა კანალიზაციის სისტემების პროექტირებას;
  • გარე სანიაღვრე ქსელის პროექტირებას;
  • გათბობა-გაგრილების სისტემის პროექტირებას (საქვაბის ჩათვლით);
  • წყლის გაყვანილობის, წყალკანალიზაციისა და სადრენაჟე სისტემების გეგმარება (ცივი, ცხელი და ცხელი წყლის რეცირკულაციის სისტემები);
  • ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
  • სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირებას;
  • სახანძრო ვენტილაციის (კვამლგამწოვის) სისტემის პროექტირებას;
  • სახანძრო წყალქრობის სისტემის პროექტირებას ( სპრინკლერები და სატუმბი სადგური; გარე ჰიდრანტი);
  • სახანძრო - სამაშველო, გახმოვანების, ავარიული განათების სისტემის პროექტირებას;
  • ელექტროობის პროექტირება (შენობის შიდა და გარე განათების, გენერატორი, მეხამრიდის და დამიწების კონტურის ჩათვლით);
  • სუსტი დენების ქსელების პროექტირებას.

სატენდერო პირობები:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
  • სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდია: 2023 წლის 14 ივლისი 2023 წლის 25 ივლისის ჩათვლით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

პრეტენდენტის დასაქმებულს (დასაქმებულებს), რომელთა მიერაც უშუალოდ განხორციელდება მომსახურების გაწევა, უნდა ჰქონდეთ ანალოგიური სამუშაოს შესრულების 3 წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის დასაქმებულის (დასაქმებულების) მიერ, ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ, პროექტების და კონტრაქტორების მითითებით;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს ადეკვატურ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
  • პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების სავარაუდო თარიღი: 2023 წლის 13 ივლისი.
  • დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2023 წლის 12 ივლისი 13:00 საათი;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com 
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxarianikutaisi@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები