ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18162 - ტენდერი ტენდერს რაჭა ჰესის წყალმიმღების ფარების მართვის სისტემის რეკონსტრუქციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის წყალმიმღების ფარების მართვის სისტემის  რეკონსტრუქციაზე 05/07-GIEC-S-23.

სამუშაოს დასახელება:  რაჭა ჰესის წყალმიმღების ავარიული და გამრეცხი ფარების მართვის სისტემის რეკონსტრუქციაზე მომწოდებლის მასალით. 

თანდართული დოკომენტები:  

  • პროექტის აღწერა დანართი 1-ის სახით;
  • პროექტი დანართი 2-ის სახით

სამუშაოს შესრულების ადგილი:

ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
  • წინადადება უნდა მოიცავდეს:
    - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
    - ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
    - ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
    - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დამოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 05/07-GIEC-S-23
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 18 ივლისი, 17:00 საათი

საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598760796

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები