ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18167 - ტენდერი თხელი კლიენტის (thin client) შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ბაზისბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება ე.წ. თხელი კლიენტის (thin client)  შეძენაზე.

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე, შესასყიდი პროდუქციის განფასებაზე (დეტალიზაცია იხ. განაცხადის ბოლოს).

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:

კანდიდატები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორისშესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუკიკანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნესპროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვამტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • შესასყიდი პროქუციის განფასება.

წინადადებების წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთებისმიზნით.

წინადადებების წარდგენა:

  • განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge
  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ივლისი, 18:00 თბილისის დროით.

საჯაროობა:

მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკისწინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

  • ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯი ნებისმიერკანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმისგამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
  • მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯებისნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა:

კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე/მომწოდებლის შერჩევაზე შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

ბანკი უფლებამოსილია:

  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი არ შეესაბამება ამ მოწვევით განსაზღვრულინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც განაცხადში დაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  • უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, შესაბამის ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, შეიტანოს ნებისმიერიცვლილება კანდიდატის შერჩევის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოსაღნიშნული სამსახურის შესაბამის ვებ გვერდზე.

განაცხადის და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

Desktop Thin Client დეტალიზაიცა:

  • Windows 10 IoT enterprise 2021 ltsc
  • RJ45 ქსელი
  • მაგიდაზე სამაგრი.
  • ცენტრალიზებული მართვა
  • რაოდენობა-95 ცალი
  • მოწოდების ვადა: კონტრაქტის გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დოკუმენტაცია