ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T18202 - ტენდერი ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და MV სიმძლავრის კაბელების შეცვლაზე, ცგპ1-ის მოდიფიკაციაზე, დაბალი ძაბვის ახალი კაბელებისა და ნავმისადგომებზე ახალი ელექტრო კარადების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელსაც 2011 წლიდან ოპერირებას უწევს ეიპიემტერმინალს ფოთი (APM Terminals Poti), საკუთრებაში ფლობს სხვადასხვა სახის ელექტრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ქვესადგურებს, ძალოვან კაბელებსა და გამანაწილებელ პუნქტებს.

 სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს:

(1) არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორების ჩანაცვლებაზე ახალი ტრანსფორმატორებით და ზეთის სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ძალოვანი ტრანსფორმატორები უნდა იყოს დამწევი 10მვა | 35/6კვ | 50ჰერცი | ун / Д -11.
  • სასურველი მწარმოებლები: ABB, Siemens, Schneider electric.
  • საიზოლაციო მასალა უნდა იყოს მინერალური ზეთი, MIDEL, FR3 ან მცენარეული ზეთი.

(2) MV სიმძლავრის კაბელების შეცვლაზე (მე-6 და მე-7 ქვესადგურების კაბელის მოწოდება/მოწყობა/მონტაჟი/ მიერთება, არსებული კაბელების დემონტაჟი და ლაბორატორიული შემოწმებები).

(3) ცგპ1-ის მოდიფიკაციას, დაბალი ძაბვის ახალი კაბელებისა და ნავმისადგომებზე ახალი ელეტრო კარადების მოწყობას.

კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესრულება და შესაბამისი მოთხოვნების მოწოდება, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მეილზე და წარმოგვიდინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • შესაძლოა კომპანია დაინტერესდეს ზემოთ აღნიშნული პროექტების კატეგორიიდან ერთ-ერთზე ან/და ორივე მათგანზე;
  • გთხოვთ, მეილის „subject”-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ: დაინტერესებული კომპანია: ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და MV სიმძლავრის კაბელების შეცვლაზე;
  • ინფორმაციის წარმოდგენის ბოლო ვადა არის: 2023 წლის 12 ივლისი, 15:00

საკონტაქტო მეილი:
tamuna.papaskiri@apmterminals.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დოკუმენტაცია