ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18218 - ტენდერი ღრმაღელე-ვაზისუბნის თვითდდენითი გვირაბის რეაბილიტაციაზე

იხილეთ განახლებული ინფორმაცია: სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 7 აგვისტო 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ღრმაღელე-ვაზისუბნის თვითდდენითი გვირაბის  რეაბილიტაციის სამუშაოების (საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო) დოკუმენტაციის მომზადების და მომზადებული რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების სამუშაოების შესყიდვაზე -Design Build.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

მოთხოვნილი სამუშაოების დეტალური აღწერა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში დანართ N 1-ში, ხოლო გვირაბის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი თანდართულია ტექნიკურ დავალებაზე.

კონტრაქტორი ვალდებულია მოამზადოს ღრმაღელე-ვაზისუბნის თვითდდენითი გვირაბის:

  • რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად,
  • ასევე ვალდებულია განახორციელოს მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის შესრულება.
  • საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორი ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად.

პროექტების მომზადების პროცესში კონტრაქტორი დამკვეთს წარუდგენს სამუშაო ვერსიებს შეთანხმებისთვის. დრაფტ ვერსიის მხარეებს შორის განხილვის პერიოდი შეადგენს 7  კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).

კონტრაქტორმა უნდა განაახლოს პროექტი დამკვეთის შენიშვნების/კომენტარების გათვალისწინებით და გაუგზავნოს მას საბოლოო დასტურისთვის. სამუშაო ვერსიის განახლების პერიოდი შეადგენს 7 კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე). პროექტის წერილობითი დადასტურების შემდეგ კონტრაქტორი წარადგენს პროექტის საბოლოო ვერსიას (ორიგინალ და ელ. ვერსიას).

განსაკუთრებული მოთხოვნა:

ღრმაღელე-ვაზისუბნის თვითდდენითი გვირაბის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, რომელიც გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს:

  • მუშა პროექტის მომზადება, რომელიც ასევე გულისხმობს ხარჯთაღრიცხვის მომზადებას
  • პროექტში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება
  • საჭირო ყველა თანმდევი კვლევა
  • საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევები

1.2 სამუშაოს შესრულების ადგილი:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში.

1.3 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

1.4 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება- ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა ევროში, და ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დანახარჯი და გადასახადი;
  • გამოცდილება: მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება, როგორიც არის მიწისქვეშა ნაგებობების (სველი) რეაბილიტაცია არა ღია მეთოდების გამოყენებით. 
  • ეგმა-გრაფიკი, გვირაბის მოხმარების ინტენსივობიდან გამომდინარე, უმოკლესი ვადა წაროადგენს უპერატესობას;
  • შემოთავაზებული მეთოდოლოგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    - უნდა აუმჯობესებდეს გვირაბის სტრუქტურულ გამაგრებასა და წყლის შემოდინების პრობლემის გადაჭრას;
    - შესაფერისი უნდა იყოს სასმელი წყლის მიწოდების პირობებისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატებით და ლაბორატორიული დასკვნებით;
    - შესრულებული სამუშაოების გამძლეობა ან ეფექტურობის ვადა;
    - საგარანტიო პერიოდი;
    - სამუშაოების წარმოება არა მშრალ პირობებში;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

დამატებით წარმოასადგენი დოკუმენტები:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“ (დანართი N2);
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე/ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფორმით

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით

1.7 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 7 აგვისტო, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები