ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18222 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე.

გამოცხადების თარიღი: 11 ივლისი, 2023
დასრულების თარიღი: 22 ივლისი, 2023

საკონტაქტო პირი:ბექამუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ:  551 46 20 03

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერში მონაწილოების მისაღებად დაინტერესებული კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP Ariba.
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდადააფიქსიროს ერთეული ფასები საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული პუნქტისთვის მასალა საჭირო არ არის, ან დემონტაჟი/ მონტაჟი/რემონტი არ სჭირდება შინაარსობრივად, განფასების შესაბამის ველებში მითითებულია „არ გამოიყენება“. ასევე, დანართი N1-ში ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს მოგების (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) პროცენტი;
  • დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები