ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18224 - ტენდერი ქონების ყველა რისკის (ALL RISK) სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული უძრავი და მოძრავი ქონებებისთვის ყველა რისკის (შემდგომში ALL RISK) სადაზღვევო პოლისის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ტენდერი ცხადდება 1 კონვერტის პრინციპით.

ბანკი იტოვებს უფლებას შერჩევის დასასრულებლად გამოაცხადოს შესყიდვის დამატებითი ეტაპი - აუქციონის სახით.

გამოცხადების თარიღი: 10 ივლისი 2023 წ
დასრულების თარიღი: 14 ივლისი 2023 წ
საკონტაქტო პირი: ნინო მიქელაძე
ელ.ფოსტა: nimikeladze@bog.ge
ტელ: +995 599 88 43 22

ტერმინთა განმარტება:

  • დამზღვევი - სს საქართველოს ბანკი;
  • მზღვეველი - ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება;
  • სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • სადაზღვევო პოლისი / პოლისი - ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სადაზღვევო ლიმიტი / ლიმიტი - თანხა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება;
  • სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გაიცემა მზღვეველის მიერ მოსარგებლის სახელზე;
  • ფრანშიზა - შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და რომელიც აკლდება ზარალის ოდენობას;

შესყიდვის საგანი / ინფორმაცია სადაზღვევო ობიექტების შესახებ:

ბანკის ბალანსზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებას:

  • ქონების განადგურება ხანძრით, აფეთქებით და მეხის დაცემით;
  • ბუნებრივი კატაკლიზმები: მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ.
  • მესამე პირების მიერ განზრახ მიყენებული ზიანი;
  • ძარცვა და ყაჩაღობა ჩადენილი შენობაში და მის გარეთ;

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს ლიმიტების ცვლილება თითოეულ კატეგორიაში. ქონებების სრული სიების გაზიარება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ანგარიშსწორების პირობა:

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება 4 ტრანშად - პირველი ტრანშის გადარიცხვა განხორციელდება 1 წლიანი პოლისების შესყიდვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 30 საბანკო დღის ვადაში.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • დაინტერესებული კომპანია დარეგისტრირდეს Ariba Network Portal-ზე.
  • წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს Ariba Network Portal-ის მეშვეობით.
  • წინადადების მოწოდება უნდა მოხდეს სადაზღვევო პრემიის პროცენტული ღირებულების მითითებით, პოლისის თითოეულ შემადგენელ ნაწილზე;
  • ტენდერის ფარგლებში, ბანკი გამოითხოვს ფასებს ფრანშიზის 2 სხვადასხვა ვარიანტზე: ძირითადი ვარიანტი უნდა შეივსოს შესყიდვის პლატფორმაზე სპეციალურად გამოყოფილ ველებში;
     - დამატებითი ვარიანტის წარმოდგენა უნდა მოხდეს ფასების დანართის საშუალებით. გადმოტვირთეთ პლატფორმაზე განთავსებული ექსელის ფაილი, შეავსეთ და ატვირთეთ     ხელმოწერილი დასკანერებული სახით.
  • კომპანიამ უნდა ატვირთოს ბანკის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანილი “ALL RISK” სადაზღვევო პოლისის პირობები.
  • წინადადება ძალაში უნდა იყოს: წინადადების წარგდენიდან 90 დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით (მათ შორის გაითვალისწინება მოწოდებული ფასი და პოლისის პირობები/დაფარვები).
  • წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
  • ტენდერის გახსნის შემდეგ, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ შესაძლოა გამართოს დამატებითი მოლაპარაკებები ერთზე მეტ უდაბლესი ფასის მქონე მონაწილესთან და მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
  • შესყიდვის დასრულების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოაცხადოს აუქციონი,სადაც მოწვეული იქნება ყველაზე დაბალი ფასის მქონე მინიმუმ 2 კომპანია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო განაცხადდთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ სატენდერო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო პირს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას ცვლილებები შეიტანოს სატენდერო დოკუმენტაციაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე ნებისმიერ დროს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: დასაზღვევი ქონების დეტალური აღწერა

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები