ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18237 - ტენდერი მცირეფორმატიან ბეჭდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს მცირეფორმატიანი ბეჭდვის ტენდერს. ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

გამოცხადების თარიღი: 11 ივლისი 2023 წელი
დასრულების თარიღი: 20 ივლისი 2023, 17:00 საათი

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:

საკონტაქტო პირი:
შესყიდვების მიმართულებით:
თეონა ფიცხელაური
ელ.ფოსტა: Tpitskhelauri@bog.ge 
ტელ+995 577 52 42 35

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს ნიმუშები
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პროდუქციის მიწოდება: პირველადი რაოდენობა (2060 ცალი) გამარჯვებულმა კომპანიამ ბანკს უნდა მიაწოდოს სერვისცენტრების და მისამართების მიხედვით დაფექილ მდგომარეობაში.
  • ინფორმაციის სახით ბანკი გააზიარებს სიას, ექსელის ფორმატში, სადაც მოცემულია სახელები ბეჯის დასამზადებლად, მისამართები და რაოდენობები. იხ. სიის ფრაგმენტი:
  • მიწოდების ვადა: სრული რაოდენობა კომპანიამ ბანკს უნდა მიაწოდოს ორი თვის ვადაში, ხოლო შემდგომ,დამკვეთი შეკვეთას მიიღებს მეილის ან შიდა პლატფორმის საშუალებით, რომელსაც აღრიცხავს, დაახარისხებს და კვირაში ორჯერ უზრუნველჰყოფს ბანკის საწყობში (ჭირნახულის 9) მოწოდებას. რაც გულისხმობს რომ ბეჯების დასამზადებლად საჭირო მარაგი, მომწოდებელს უწყვეტად უნდა ჰქონდეს.
    - გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილებაშესაბამის სფეროში;
    - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არუნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
    - შესყიდვის საქონლის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში;
    - შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ხელშეკრულება გაფორმდება 2 წლის ვადით.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი. წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნითდასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათდოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობისმოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითგათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/დაუბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვისადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებებისდადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე დაიმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები