ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18240 - ტენდერი დაზიანებული საოფისე ინვენტარის (ტექნიკა, ავეჯი) გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს დაზიანებული საოფისე ინვენტარი  (ტექნიკა, ავეჯი).

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია ინფორმაცია ინვენტარის შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ატვირთონ საიტზე არაუგვიანეს 2023 წლის 18 ივლისისა.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი)
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია)
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით ფასი გადასახადების გათვალისწინებით
  • პროდუქციის გატანის ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ნივთები არის დაზიანებული
  • ნივთები ნაწილ-ნაწილ არ იყიდება
  • გადახდის პირობები: წინასწარ
  • მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით. საქონლის წაღება მოხდებათანხის ჩარიცხვიდან 1 კვირის ვადაში.
  • აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება
  • კომპანია იტოვებს უფლებას სასურველი თანხის არ შემოთავაზების შემთხვევაში შეაჩეროს ტენდერი
  • გასაყიდი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისახებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე Procurement@aldagi.ge 

ასევე გაითვალისწინეთ!

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ივლისი 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირები:

დაზიანებული ავეჯის სანახავად  დაუკავშირდით: ნიკა 577 322 397

ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში: ანანო 595 607 070

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივლისი 2023 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა