ჩაბარების ვადა:

21 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18279 - ტენდერი პერსონალის შერჩევისთვის ტესტების შესყიდვასა და პერსონალის შერჩევის მიმართულებით ტრენინგის მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პერსონალის შერჩევისთვის ტესტების შესყიდვასა და პერსონალის შერჩევის მიმართულებით ტრენინგის მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერი შედგება სამი ძირითადი მოთხოვნისგან:

 1. პერსონალის შერჩევის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ზოგადი ინტელექტუალური უნარების ტესტის და მისი სახელმძღვანელოს შესყიდვა.ტესტი უნდა იყოს სანდო და ვალიდური, შექმნილი ექსკლუზიურად ორი ნაბიჯისთვის და აკმაყოფილებდეს ყველა ძირითად ფსიქომეტრულ მახასიათებლებს.

 2. პროფესიული წარმატების პროგნოზირებისთვი კეტელის თექვსმეტ ფაქტორიანი   ქართულ პოპულაციაზე ადაპტირებული მეთოდის შესყიდვა. ტესტს თან უნდა ახლდეს სახელმძღვანელო   და ტესტის გამოყენების ისნტრუქცია.

 3. თანამშრომელთა ტრენინგი პერსონალის შერჩევაში;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

1. პერსონალის შერჩევის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ზოგადი ინტელექტუალური უნარების ტესტის და ტესტის გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება:

ტესტი უნდა აფასებდეს ვერბალურ და რაოდენობრივ (მათემატიკურ) უნარებს. უნდა იყოს საშუალო სირთულის და მოიცავდეს 60 დავალებას.

ტესტი უნდა შედგებოდეს ოთხი სუბტესტისგან:

 -  ანალიტიკური კითხვა: რამდენად შეუძლია კანდიდატს საინფორმაციო ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, ტექსტში მოცემული ინფორმაცის ანალიზი და   მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ძირითადის და მეორეხარისხოვნის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ტექსტში წარმოდგენილი ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტის მიმართ ავტორის პოზიციის ამოცნობა;

 - ლოგიკური მსჯელობა: რამდენად ახერხებს კანდიდატი ამა თუ იმ მიმართების სტრუქტურის ამოცნობას და ამ სტრუქტურის შესახებ მართებული დასკვნის გამოტანას, მოცემული მსჯელობის შეფასებას, ანალიზსა და კრიტიკას, არასრული ინფორმაციის საფუძველზე მთელი სურათის შექმნას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას.

ლოგიკური მსჯელობის უნარის შეფასების მეთოდი უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა;

 - რაოდენობრივი მსჯელობა: რამდენად შეუძლია კანდიდატს რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილების, დიაგრამების) დამუშავება, ანალიზი და გამოყენება,   მათემატიკურ გამონათქვამებს შორის ძირითადი მიმართებების დადგენა. რამდენად შესწევს უნარი, განსაზღვროს, საკმარისია თუ არა რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაცია დასმული ამოცანის გადასაჭრელად.

 - რაოდენობრივი მსჯელობის უნარი უნდა შეფასდეს ძირითადად ორი ტიპის დავალებით: (1) დიაგრამებისა და ცხრილების სახით წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი; (2) მათემატიკური  რაოდენობრივი ამოცანების გადაჭრა;

 - ალგორითმული აზროვნება: ალგორითმული აზროვნება ზომავს, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატს პრობლემის გადაჭრისთვის ახალი ალგორითმისკონსტრუირება.

ალგორითმული აზროვნება უნდა შეფასდეს სამი ტიპის დავალებით: (1) ბლოკსქემები; (2) ამოცანის გადასაჭრელად საკმარისი პირობების დადგენა; (3) მათემატიკურ გამონათქვამებს შორის კავშირის განსაზღვრა.

2. პროფესიული წარმატების პროგნოზირება კეტელის მრავალფაქტრონიანი პიროვნების საკვლევი მეთოდის გამოყენებით:

პროფესიული წარმატების ფორმულის შემუშავება გარკვეული სამუშაოს/ სამუშაოთა ჯგუფისათვის.კითხვარი უნდა აფასებდეს შემდეგ პიროვნულ მახასიათებელს: კომუნიკაბელობა, ემოციური მდგრადობა, დომინანტობა, პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა-გულუბრყვილობა, შფოთვა, სიახლის მიმღებლობა, კონფორმულობა, თვითკონტროლი, ფრუსტრაცია და სხვა;

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში განსაზღვრული უნდა იყოს მენეჯერული საქმიანობაში ეფექტურობის პროგნოზირების საშუალება, კერძოდ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კითხვარის მონაცემებისადა სამუშაოს მახასიათებლების ანალიზი.

3. თანამშრომელთა ტრენინგი პერსონალის შერჩევაში: 

პერსონალის შერჩევაში ტრენინგ კურსის მიზანია შერჩევის ძირითადი პრინციპების, მეთოდოლოგიური საფუძვლებისა და შერჩევის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, შერჩევის პროცედურის ვალიდობასთან დაკავშირებული პრობლემების, რისკებისა და მათი დაძლევის მექანიზმების გაცნობა.

ტრენინგის შინაარსი: 

 - პერსონალის შერჩევის როლი ადამიანური რესურსის მენეჯმენტში. შესაბამისობა, როგორც შერჩევის პროცესის ეფექტიანობის ინდიკატორი; შერჩევის ვალიდობის საკითხი.
 - რეკრუტირების პროცესი,აპლიკანტთა მოზიდვა. პერსონალის შერჩევაში.
 - სამუშაოს ანალიზი — სამუშაოს ანალიზის როლი შერჩევაში. სამუშაოს ანალიზის მეთოდები.
 - შერჩევის მეთოდები:ბიოგრაფიული მონაცემებიინტელექტისა და კოგნიტური უნარებისა დაპიროვნების შეფასება პერსონალის შერჩევაში;სააპლიკაციო მეთოდი, ტესტირების  მეთოდი.პიროვნების საკვლევი მეთოდების მოკლე მიმოხილვა;

სასელექციო ინტერვიუ– ინტერვიუს სახეები, ინტერვიუს ვალიდობის საკითხი. სტრუქტურირებული ინტერვიუ; ჯგუფური ინტერვიუ; როგორ ჩავატაროთ ინტერვიუ.

პერსონალის შერჩევის ეთიკური საკითხები;

ტრენინგი განკუთვნილი იქნება კომპანიის თანამშრომლებისთვის.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი საპროექტო წინადადება უნდა აღწერდეს თითოეულ მოთხვონას ცალ-ცალკე.

ცალკეული შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

       1. ტესტის შექმნა: შესასრულებელი ეტაპების დასახელება და აღწერა; ეტაპების აღწერას და შესრულების მეთოდიკას;
       2. პიროვნული საკვლევი მეთოდის შესახებ ინფორმაციას და გამოყენების სახელმძღვანელოს;
       3. შემოთავაზებული ტრენინგების დასახელებას, მოკლე შინაარს და ტრენინგის პროგრამას;
       4. წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
       5. გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკონსულტაციო ორგანიზაციის მიმართ:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ტესტის შექმნის და ტრენინგ პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიების ჩამონათვალი, ვისთვისაც ანალოგიური მომსახურეობა აქვს გაწეული;
  • სულ მცირე 3 პროექტი რომელიც ტესტის შექმნის მიმართულებით განახორციელეთ;
  • საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევის სულ მცირე 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სხვადასხვა მიმართულებით;
  • ტრენერების კვალიფიკაცია: ტრენერებს უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსის მართვის, კონსულტირებისა და ანალოგიური ტრენინგების ჩატარების  სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება:
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ აკადემიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები