
21 ოქტომბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1831 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე.
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- სატენდერო განაცხადი;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
- პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
აუცილებელი მოთხოვნა:
- მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ. თანდართული ფაილები), როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (Excel) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე);
- სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები;
- წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი).
სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე);
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 21 ოქტომბერი (18:00 საათამდე).
ობიექტზე დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძე, ლოჯისტიკის სამსახური - 595 110174;
ანდრო ტატიშვილი, შესყიდვების სამსახური - 591 409717.
ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: andro.tatishvili@terabank.ge