ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18373 - ტენდერი მონაცემთა სანახის და სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია,სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს მონაცემთა სანახის და სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
  • მოწოდებული აპარატურის ვენდორს უნდა ქონდეს მინიმუმ 2 ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი მონაცემთა სანახის და სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აგვისტო  (18:00 სთ-მდე).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით  დაუკავშირდით
ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.Khoperia@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 1119). მობ: 577 61 40 02

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005).  მობ: 595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები