ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18374 - ტენდერი არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის აპარატურულ-პროგრამული კომპლექსის გაფართოებაზე და არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურისთვის მწარმოებლის გარანტიის და მხარდაჭერის სერვისის განახლება/ შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის აპარატურულ-პროგრამული კომპლექსის გაფართოებაზე და არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურისთვის მწარმოებლის გარანტიის და მხარდაჭერის სერვისის განახლება/ შესყიდვაზე

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF).
  • საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის სპეციალიზირებული მოწყობილობის (VxRail-ის) ინსტალაციაზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული თანამშრომელი (ინჟინერი). ამის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს სერტიფიკატის ასლი და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ფილიალებში როუტერების და სვიჩების შესყიდვა/გამოცვლა“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აგვისტო  (18:00 სთ-მდე)

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.Khoperia@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 1119). მობ: 577 61 40 02

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge  ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები