
25 ოქტომბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1844 - ტენდერი ISO სერთიფიკაციისთვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ლუდი ბათუმური" აცხადებს ტენდერს მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2015 და ISO 22000:2005 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სერტიფიკაციის მიზნით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე.
ლუდის მწარმოებელი საწარმო შპს "ლუდი ბათუმური" იწვევს გამოცდილ ადგილობრივ ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში შემდეგი სამუშაოს შესასრულებლად:
შეფასება (სერტიფიკაციის პირველი ეტაპი), რომელიც მოიცავს შემდეგს:
- შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემებისა და შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან ადეკვატურობისა და შესაბამისობის ანალიზი და შეფასება ;
- ანგარიში გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ;
- მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში შპს "ლუდი ბათუმური"-ს მართვის სისტემის მოდიფიცირებასა და შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის აქტუალიზაციაში მეთოდოლოგიური დახმარება.
შესაბამისობის შემოწმება (სერტიფიკაციის მეორე ეტაპი), რომელიც მოიცავს შემდეგს:
- შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან შესაბამისობის სასერტიფიკაციო შემოწმება;
- შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირებული სისტემების საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირება და ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის გაფორმება და გაცემა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი);
- შესყიდვის ობიექტის ღირებულება;
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და სერტიფიცირებული ორგანიზაციების ჩამონათვალი.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 2016 წლის 25ოქტომბერს.
განცხადების ჩაბარება შეიძლება შემდეგ მისამართზე: 6000, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, აბუსერიძე ტბელის ქ., 24 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: batumibeer@gmail.com, გთხოვთ საგანში მიუთითოთ ტენდერი.
საკონტაქტო პირი:
როინ ხალვაში
ტელ: +995 (577) 422485
ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.