ჩაბარების ვადა:

6 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18446 - ტენდერი ელექტრო სამონტაჟო სამუშოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს : ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მიზნით.

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ  შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ დასახელებული პროდუქციის სამონტაჟო სამუშაოების შეესაბამისი ღირებულება და შესრულების ვადა.
  • შესასრულებელი სამუშოების შესაფასებლად დანართი 3-ში წარმოდგენილა ელ-გაყვანილობების ნახაზები;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ 12 , ლუბლიანას ქ. N.66
  • გარანტია : კაბელები - სულ მცირე  3 წელი;
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა გადმოიგზვნოს ელ ფოსტაზე: info@gudushauri.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 06.08.2023
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი 

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები