
ჩაბარების ვადა:
31 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1848 - ტენდერი სატვირთო ამწის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ენერჯი" აცხადებს ტენდერს სატვირთო ამწის შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ტვირთამწეობა - 50 – 55 ტონა;
- ტვირთის აწევის სიმაღლე:
1. ძირითადი ისარი - 40-45 მეტრი;
2. ისრის დამაგრძელებლით - 55-60 მეტრი.
შპს „ტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ფინანსური წინადადება;
- ამწის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, სრული რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური მახასიათებლები - 30%; საგარანტიო პირობები - 10%; მიწოდების ვადა - 10 %; გადახდის პირობა - 10%;
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 00 14 77, საკონტაქტო პირი - ვასილ კობაიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.