ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18523 - ტენდერი მაღალმდგრადი ორ დატაცენტრიანი ჰიპერკონვერგენტული სერვერული ინფრასტრუქტურის აგების პროექტზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს: მაღალმდგრადი ორ დატაცენტრიანი ჰიპერკონვერგენტული სერვერული ინფრასტრუქტურის აგების პროექტი.

პროექტის მიზანია „პაშა ბანკი საქართველო“ ითხოვს წინადადებებს ადვილად მართვადი და მასშტაბირებადი ჰიპერკონვერგენტული სისტემის და ქსელური კომუტატორების შესყიდვაზე, მათ ინსტალაციაზე და სრულად ექსპლუატაციაში ჩაშვებაზე.

ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა უნდა გადანაწილდეს 2 (Active-active) მონაცემთა დამუშავების ცენტრში. მათ შორის შესაძლებელი უნდა იყოს სინქრონული რეპლიკაციისა და გაწელილი კლასტერის აწყობა. 

ჩვენ შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

აუცილებელია პრედენტენტებამ წინადადებასთან ერთად წარმოადგინო შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA, თანდართულია, დანართი N3)
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 1 წლის გაცემული)
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • ხელშეკრულების სამუშაო ვერსია (დრაფტი).

ტენდერი წარმოდგენილია ერთ ლოტად:პრეტენდენდენტებს შეუძლიათ წარმოადგინო შემოთავაზება  ერთი ლოტის პირობებში (იხილეთ მიმაგრებული ფაილი სრული აღწერილობით).

პროექტის ჩარჩო:

  • ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა
  • ქსელური კომუტატორები;
  • ლიცენზირება;

შეფასების კრიტერიუმებია:

  • პრეტენდენტის კვალიფიკაცია
  • შემოთავაზებული ფასი;
  • პირობები

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

  • სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge
  • სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი ან რამოდენიმე მომწოდებელი, და გაფორმდება ხელშეკრულება.
  • სამივე ლოტზე წარმოსადგენი საბუთების და წინადადებების ვადა: 14 აგვისტო, 2023წ. 18:00 საათი;

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:  
ანა ქავთარაძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები