ჩაბარების ვადა:

11 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18536- ტენდერი ოფისებისთვის ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ'' აცხადებს ტენდერს ოფისებისთვის ავეჯის შესყიდვაზე.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელ”-ის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
  • კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ოფისებისთვის ავეჯის შესყიდვაზე. გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.geსაშუალებით.
  • ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან ხელშეკრულებას გააფორმებს: სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ და სს „ვიანი". 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

 ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2023 წლის 15 აგვისტოს 18:00 საათისა;
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
  • ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს რამოდენიმე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში;
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა;
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია;
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება: 02 აგვისტო 2023 წ
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 11 აგვისტო 2023 წ
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 22 აგვისტო 2023 წ
  • ხელშეკრულების გაფორმება: 31 აგვისტო 2023 წ

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ისთვის.

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება. 

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

შემოთავაზება:

 შერჩევა ტარდება წინამდებარე დოკუმენტის, დანართი #1 -ით და დანართი #2-ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.

  • პრეტენდენტმა შეკვეთის დაწყებამდე უნდა განახორციელოს ოფისების აზმოვითი ნახაზების შედგენა.
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ავეჯის დამზადებასთან და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს;
  • ფასები უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს;

რიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • კომპანიის გამოცდილება;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით; 

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ: 

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 
  • ფასების ცხრილი (დანართი #1 და დანართი #2-ის მიხედვით);
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური მახასიათებლები და სპეციფიკაცია;
  • რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია;

კონფიდენციალობა:

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

დანართი:

 დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1
  • დანართი 2

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 აგვისტო, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599 11 04 81
ელ.ფოსტა: procurement@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აგვისტო 2023 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა